Nuclear Security Series Glossary
Version 1.3 (November 2015) IAEA
Download Glossary
English Georgian
Glossary Search
a…zა...ჰ
access control

Means to ensure that access to assets is authorized and restricted based on business and security requirements. [17T – from ISO]
წვდომის კონტროლი

საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ სისტემებზე წვდომა სანქცირებული და შეზღუდული იყოს საქმიანობის და უსაფრთხოების მოთხოვნების საფუძველზე, [17T – from ISO]
access delay

The element of a physical protection system designed to increase adversary penetration time for entry into and/or exit from the nuclear facility or transport. [13R]

Access delay can be accomplished by physical barriers, activated delays, and/or personnel.

წვდომის დაყოვნება

ფიზიკური დაცვის სისტემის ელემენტი, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ გაზარდოს ბირთვულ ობიექტზე ან ტრანსპორტში დამრღვევის შეღწევის და/ან ობიექტიდან ან ტრანსპორტიდან მისი გამოღწევის დრო. [13R]

 წვდომის დაყოვნება შესაძლებელია ფიზიკური ბარიერების შექმნით, ან სისტემური შეფერხებით და/ან პერსონალის დახმარებით.

adversary

Any individual performing or attempting to perform a malicious act. [8G, 25G]

There is some overlap between the use in different publications of the terms adversary and threat to describe such individuals. Adversary typically refers to somebody actually attempting to carry out a malicious act, whereas threat tends to be used to refer to a postulated adversary against which security measures are designed.

დამრღვევი

ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს, ან ცდილობს განახორციელოს, ქმედება ბოროტი ზრახვით. [8G, 25G]

 სხვადასხვა პუბლიკაციებში გამოყენებული ტერმინები დამრღვევი და საფრთხე გარკვეულწილად ერთი და იგივე მნიშვნელობით გამოიყენება ასეთი პირების აღსანიშნავად. დამრღვევი, როგორც წესი, აღნიშნავს პირს, რომელიც ფაქტიურად ცდილობს განახორციელოს ქმედება ბოროტი ზრახვით, ხოლო საფრთხე გამოიყენება სავარაუდო დამრღვევის აღსანიშნავად, რომლის მიმართაც დასახულია უსაფრთხოების ზომები.

alarm threshold value

Prescribed number of sigma multipliers above the background value [1T]
განგაშის ზღურბლური სიდიდე

სიგმა მამრავლების ფონურ მნიშვნელობაზე მინიჭებული რაოდენობა [1T]
Area

hazard control area: A designated geographical area, representing the maximum extent of all hazards within a radiological crime scene, into which, within and from which access is controlled. [22G]
inner area: An area with additional protection measures inside a protected area, where Category I nuclear material is used and/or stored. [13R]
limited access area: Designated area containing a nuclear facility and nuclear material to which access is limited and controlled for physical protection purposes. [13R]
operational control area: A designated geographical area, representing the maximum extent of the area needed to support the management of a radiological crime scene, into and from which access is controlled. [22G]
protected area: Area inside a limited access area containing Category I or II nuclear material and/or sabotage targets surrounded by a physical barrier with additional physical protection measures. [13R, 26G, 16T]
vital area: Area inside a protected area containing equipment, systems or devices, or nuclear material, the sabotage of which could directly or indirectly lead to high radiological consequences. [13R, 16T]
სივრცე

სივრცე რისკის კონტროლის სივრცე: განსაზღვრული გეოგრაფიული სივრცე, რომელიც მოიცავს ყველა რისკის მაქსიმალურ ხარისხს რადიოლოგიური დანაშაულის ადგილას, სადაც შესვლა, გამოსვლა და ყოფნა გაკონტროლებულია. [22G]
შიდა სივრცე: დაცული სივრცის შიგნით არსებული სივრცე, რომლისთვისაც განსაზღვრულია დამატებითი დაცვის ზომები, რადგან იქ გამოიყენება და/ან ინახება პირველი კატეგორიის ბირთვული მასალა. [13R]
შეზღუდული წვდომის სივრცე: სივრცე, რომელიც გამოყოფილია ბირთვული დანადგარი და ბირთვული მასალების მოსათავსებლად, რომელზე წვდომაც შეზღუდული და გაკონტროლებულია მისი ფიზიკური დაცვის მიზნით. [13R]
ოპერაციული კონტროლის სივრცე: განსაზღვრული გეოგრაფიული სივრცე, რომელიც წარმოადგენს მაქსიმალური ზომის სივრცეს რადიოლოგიური დანაშაულის ადგილის მართვისთვის, რომელში შეღწევა და რომლიდან გამოსვლაც კონტროლირებულია. [22G]
დაცული სივრცე: შეზღუდული წვდომის სივრცის შიგნით არსებული სივრცე, რომელშიც მოთავსებულია პირველი და მეორე კატეგორიის ბირთვული მასალა და/ან საბოტაჟის პოტენციური სამიზნე, რომელიც გარშემო აქვს დამატებითი ფიზიკური დაცვის ზომებით აღჭურვილი. ფიზიკური ბარიერი. [13R, 26G, 16T]
სასიცოცხლო მნიშვნელობის სივრცე: დაცული სივრცის შიგნით არსებული სივრცე, სადაც განლაგებულია აპარატურა, სისტემები ან მოწყობილობები, ან ბირთვული მასალები, რომლის საბოტაჟმაც შესაძლოა პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი რადიოლოგიური შედეგები. [13R, 16T]
associated activity

The possession, production, processing, use, handling, storage, disposal or transport of nuclear material or other radioactive material. [20F, 14R, 24G]
! Although the wording does not explicitly exclude activities conducted by adversaries or threats, this term is presumably intended to refer only to authorized activities.
ასოცირებული საქმიანობა

ბირთვული მასალის ან სხვა რადიოაქტიური ნივთიერების ფლობა, წარმოება, გადამუშავება, გამოყენება, მოპყრობა, შენახვა, განთავსება ან ტრანსპორტირება. [20F, 14R, 24G]
! მართალია, განმარტება გარკვევით არ გამორიცხავს დამრღვევის ან საფრთხის მიერ ამგვარი საქმიანობის განხორციელებას, ეს ტერმინი, სავარაუდოდ, გამოიყენება მხოლოდ ნებადართული (სანქცირებული) საქმიანობის შემთხვევებისთვის.
associated facility

A facility (including associated buildings and equipment) in which nuclear material or other radioactive material is produced, processed, used, handled, stored or disposed of and for which an authorization is required. [20F, 24G]
i This includes nuclear facilities and any other facilities holding significant amounts of radioactive material.
ასოცირებული ობიექტი

ობიექტი (მათ შორის, შენობა-დანადგარები), რომელშიც ხდება ბირთვული მასალის ან სხვა რადიოაქტიური მასალების წარმოება, გადამუშავება, გამოყენება, მოპყრობა, შენახვა, და განთავსება, და რომლისთვისაც აუცილებელია ნებართვა. [20F, 24G]
i ეს მოიცავს ბირთვულ და სხვა ობიექტებს, სადაც მოთავსებულია მნიშვნელოვანი რაოდენობის რადიოაქტიური ნივთიერებები.
attack

An attempt to destroy, expose, alter, disable, steal or gain unauthorized access to or make unauthorized use of an asset. [17T – from ISO]
შეტევა

ბირთვულ ინფრასტრუქტურის განადგურების, გამჟღავნების, ცვლილების, მწყობრიდან გამოყვანის, მოპარვის ან მასზე არასანქცირებული წვდომის ან არაავტორიზებული გამოყენების მცდელობა. [17T – ISO]
authentication

The provision of assurance that a claimed characteristic of an entity is correct. [17T – from ISO]
ავთენტიკაცია

გარანტიების წარდგენა, რომ სუბიექტის განცხადებული მახასიათებლები სწორია. [17T – from ISO]
authorization

1. The granting by a competent authority of written permission for operation of an associated facility or for carrying out an associated activity, or a document granting such permission. [20F, 24G]
2. The granting by a competent authority of written permission for operation of an associated facility or for carrying out an associated activity. [14R, 15R]
3. A permission granted in a document by a regulatory body to a person who has submitted an application to manage a radioactive source. The authorization can take the form of a registration, a licence or alternative effective legal control measures which achieve the objectives of the Code of Conduct. [11G – taken from Code of Conduct]
ნებართვა, ნებართვის გაცემა

1. კომპეტენტური ორგანოს მიერ წერილობითი ნებართვის დაშვება ასოცირებულ ობიექტზე ოპერაციის ან ასოცირებული საქმიანობის ჩასატარებლად, ან საბუთი, რომელიც ასეთ ნებართვას იძლევა. [20F, 24G]
2. კომპეტენტური ორგანოს მიერ წერილობითი ნებართვის დაშვება ასოცირებულ ობიექტზე ოპერაციის ან ასოცირებული საქმიანობის ჩასატარებლად. [14R, 15R]
3. ნებართვა, რომელიც დაშვებულია მარეგულირებელი ორგანოს საბუთით პირისთვის, რომელმაც ითხოვა რადიოაქტიური წყაროს მართვის ნებართვა. ნებართვის გაცემა შეიძლება იყოს რეგისტრაციის ან ლიცენზიის სახით, ან ალტერნატიული ეფექტური სამართლებრივი კონტროლის ზომით, რომელიც შეესაბამება ქცევის კოდექსის მოთხოვნებს. [11G – taken from Code of Conduct]
authorized person

A natural or legal person that has been granted an authorization. An authorized person is often referred to as a "licensee" or "operator". [20F, 14R, 15R]
! The term “operator” is sometimes used in a broader sense to refer also to an organization or person applying for authorization [IAEA Safety Glossary].
ნებართვის მქონე პირი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მიეცა ნებართვა. ასეთი პირი ხშირად მოიხსენება როგორც ლიცენზიის მქონე პირი ან ოპერატორი. [20F, 14R, 15R]
! ტერმინი „ოპერატორი“ ხანდახან უფრო ფართე მნიშვნელობით გამოიყენება და შეიძლება ნიშნავდეს ორგანიზაციას ან პირს, რომელსაც გაკეთებული აქვს ნებართვაზე განაცხადი. [აესს-ის დაცულობის გლოსარიუმი, IAEA Safety Glossary].
availability

The property of being accessible and usable upon demand by an authorized entity. [23G, 17T]
ხელმისაწვდომობა

ნებართვის მქონე სუბიექტისთვის - ამგვარი მოთხოვნის შემთხვევაში - წვდომის და გამოყენების. შესაძლებლობა. [23G, 17T]
book inventory
იხ. Inventory
[border crossing point]

! Sometimes used in older documents, with the same meaning as point of entry (or point of exit or entry) and the same distinction between designated and undesignated points, but now superseded.
იხილეთ point of [exit and] entry

! ზოგჯერ გვხვდება ძველ დოკუმენტებში იგივე მნიშვნელობით, როგორიც აქვს ტერმინს „შესვლის (ან გამოსვლის) ადგილი“ და იგივე განსხვავებით, როგორიცაა განსაზღვრულ (გამოყოფილ) და არა განსაზღვრულ (არაგამოყოფილ) ადგილებს შორის, მაგრამ ამჟამად ეს ტერმინი უკვე აღარ გამოიყენება.
bulk analysis

The analysis of either an entire sample or a portion of the sample to determine the average properties of the measured portion. [2G]
მოცულობითი ანალიზი

მთლიანი ნიმუშის ან ნიმუშის ნაწილის ანალიზი გაზომილი წილის თვისებების საშუალოობის განსაზღვრის მიზნით. [2G]
candidate vital area set

A prevention set (complement cut set or minimal path set) for a sabotage area logic model that identifies a set of areas whose protection will prevent malicious acts leading to unacceptable radiological consequences. Sabotage cannot be accomplished unless the saboteur can enter at least one area in the prevention set. [16T]
პოტენციური სასიცოცხლო მნიშვნელობის სივრცეების დაცვის პრევენციული ზომები

პრევენციული ზომების კომპლექტი (???)საბოტაჟის სივრცის ლოგიკური მოდელისთვის, რომელიც განსაზღვრავს სივრცეების ერთობლიობას, რომლის დაცვაც უზრუნველყოფს მიუღებელი რადიოლოგიურ შედეგების მქონე ბოროტი ზრახვით ჩადენილი ქმედებების თავიდან აცილებას. საბოტაჟის განხორციელება შეუძლებელი იქნება თუ საბოტიორი ვერ შეძლებს ამ ზონების ერთობლიობიდან ერთში შესვლას მაინც. [16T]
Capacity

An ‘absolute’ measure of the robustness of SSCs subjected to a particular threat that can include physical, operational and administrative attributes. Capacity is defined relative to a specific metric. Code capacity is a measure of a plant design feature relative to the code. Failure capacity is a measure of the robustness of SSCs subjected to a particular threat. [4T]
მაქსიმალური შესაძლებლობა

სისტემების, სტრუქტურების და კომპონენტების (სსკ, SSC) სიმყარის „აბსოლუტური“ საზომი, რომლის მიმართ არსებობს კონკრეტული საფრთხეები ფიზიკური, საოპერაციო და ადმინისტრაციული ელემენტებით. მაქსიმალური შესაძლებლობა განისაზღვრება სპეციფიური საზომი სისტემით. კოდის მაქსიმალური შესაძლებლობა საწარმოს დიზაინის ელემენტია, რომელიც შეეხება კოდს. წარუმატებლობის მაქსიმალური შესაძლებლობა ზომავს კონკრეტული საფრთხის მიმართ სისტემების, სტრუქტურების და კომპონენტების (სსკ-ს) სიმყარეს. [4T]
capacity evaluation

The process of establishing the capacity of SSCs, operational procedures, PPSs, etc., when subjected to a particular threat. An example is the establishment of the failure capacity, strength or robustness of structures and components to impact, impulse, explosion, vibration, steam and/or loading conditions. Capacity evaluation may identify vulnerabilities and systems interactions; items under evaluation are usually found to be considerably more robust than the design limits. [4T]
მაქსიმალური შესაძლებლობის შეფასება

სისტემების, სტრუქტურების და კომპონენტების (სსკ-ს), საოპერაციო პროცედურების, ფიზიკური დაცვის სისტემები (ფდს, PPS) და სხვა სისტემების მაქსიმალური შესაძლებლობის დადგენის პროცესი, როდესაც ისინი კონკრეტული საფრთხის წინაშე დგანან. ამის მაგალითია წარუმატებლობის შესაძლებლობის და სსკ-ს სიძლიერის და სიმყარის განსაზღვრა შედეგების, იმპულსის, აფეთქების, ვიბრაციის, ორთქლის და/ან სხვა ტიპის დატვირთვის პირობების მიმართ. შეფასებამ შეიძლება აღმოაჩინოს სისუსტეები და სისტემების ურთიერთქმედებები; როგორც წესი, შეფასების საგანი უფრო მყარი აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ეს მოსალოდნელია დიზაინის შეზღუდვებით. [4T]
carrier

Any person, organization or government undertaking the carriage of nuclear material by any means of transport. The term includes both carriers for hire or reward (known as common or contract carriers in some States) and carriers on own account (known as private carriers in some States). [26G]
i Definition from the IAEA Regulations for the Safe Transport of Radioactive Material, adapted to refer only to nuclear material.
გადამტანი

ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია ან მთავრობა, რომელსაც გადააქვს ბირთვული ნივთიერება რაიმე სახის ტრანსპორტით. ტერმინი მოიცავს როგორც დაქირავებულ და ფასიან გადამტანს ისე საკუთარ გადამტანებს. [26G]
i განსაზღვრება მოცემულია აესს-ის ტრასპორტის და რადიოაქტიური მასალების რეგულაციებში, რომლებიც ადაპტირებულია ბირთვული მასალებისთვის.
[categorization]

[A process performed to address the threat posed by a specific incident, with the goal of identifying the risk to the safety of first responders, law enforcement personnel and the public and determining if there is criminal activity or a threat to national security.]
! This term was defined in the 2006 version of [2G] but not in the current version. It is replaced by identification in [22G], to avoid confusion with the many other usages of categorization in IAEA publications. The term is not included in the glossary of [22G], but is simply explained in the text as an initial step towards characterization.
[კატეგორიზაცია]

[პროცესი, რომელიც ტარდება კონკრეტული ინციდენტით წარმოქმნილი საფრთხესთან გასამკლავებლად, და რომლის მიზანია იმ რისკის იდენტიფიცირება, რომლის წინაშეც დგანან პირველადი დახმარების გამწევები, სამართალდამცავები და საზოგადოება და იმის განსაზღვრა, მოხდა თუ არა სამართალდარღვევა და ემუქრება თუ არა საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებას.
! ტერმინი განსაზღვრულია [2G]-ის 2006 წლის ვერსიაში, მაგრამ არ არის მოცემული ახალ ვარიანტში. ის ჩაანაცვლა იდენტიფიკაციამ [22G]-ში, რათა თავიდან იყოს აცილებული გაურკვევლობა ამ ტერმინის გამოყენებისას აესს-ის პუბლიკაციებში.]
central alarm station

An installation which provides for the complete and continuous alarm monitoring, assessment and communication with guards, facility management and response forces. [13R]
განგაშის ცენტრალური სისტემა

სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს განგაშის სრულ და მუდმივ მონიტორინგს, შეფასებას და კომუნიკაციას დაცვასთან, ინფრასტრუქტურის მენეჯმენტთან და ინციდენტებზე რეაგირების პერსონალთან.
chain of custody

The procedures and documents that account for the integrity of physical evidence by tracking its handling and storage from its point of collection to its final disposition. [22G, 2G] i Other terms for this process are ‘chain of evidence’, ’chain of physical custody’ and ’chain of possession’. [22G, 2G] i Definition taken from UNITED NATIONS OFFICE ON DRUGS AND CRIME, Crime Scene and Physical Evidence Awareness for Non-forensic Personnel, ST/NAR/39, UNODC, New York (2009).
დაცვის ჯაჭვი

პროცედურები და დოკუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფიზიკური მტკიცებულებების ურღვევობას მტკიცებულებების მოპოვების დროიდან მათ საბოლოო გამოყენებამდე მათი მოპყრობის და შენახვის თვალის მიდევნებით. [22G, 2G] i იგივე პროცესის აღსანიშნავად ასევე გამოიყენება ტერმინები“ მტკიცებულებათა ჯაჭვი“, „ფიზიკური მეურვეობის ჯაჭვი“ და ფლობის ჯაჭვი“. [22G, 2G] i დეფინიცია აღებულია გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის პუბლიკაციიდან: Crime Scene and Physical Evidence Awareness for Non-forensic Personnel, ST/NAR/39, UNODC, New York (2009).
characterization

Determination of the nature of the radioactive material and associated evidence. [2G] i This replaces the definition given in the 2006 version of [2G] (“A process performed to determine the nature of the radioactive and associated evidence”).
დახასიათება

რადიოაქტიური მასალის და ასოცირებული მტკიცებულებების ბუნების განსაზღვრა. [2G] i ეს განსაზღვრება ანაცვლებს [2G]-ის 2006 წლის ვერსიაში მოცემულ დეფინიციას (რადიოაქტიური და ასოცირებული მტკიცებულების ბუნების განსაზღვრის პროცესი“).
class characteristic

An attribute or feature shared by all members of a class of people or items. [2G]
კლასის მახასიათებელი

ადამიანების ან საგნების ერთი კლასისთვის დამახასიათებელი ნიშანი ან თვისება. [2G]
competent authority

A governmental organization or institution that has been designated by a State to carry out one or more nuclear security functions. [13R, 14R, 15R, 23G, 25G, 26G]. [For example, competent authorities may include regulatory bodies, law enforcement, customs and border control, intelligence and security agencies or health agencies, etc. [20F, 14R, 15R, 19G f/n, 22G, 24G, 2G] Any national authority or authorities designated or otherwise recognized as such for any purpose relevant to this guide. [9G f/n]
კომპეტენტური ორგანო

სამთავრობო ორგანიზაცია ან ინსტიტუტი, რომელსაც სახელმწიფომ დაავალა ერთი ან მეტი ბირთვული უსაფრთხოების ფუნქციის გატარება. [13R, 14R, 15R, 23G, 25G, 26G]. [კომპეტენტური ორგანოები შეიძლება იყოს მარეგულირებელი ორგანოები, სამართალდამცავები, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის, დაზვერვის და უსაფრთხოების სააგენტოები ან ჯანდაცვის დაწესებულებები და სხვა. [20F, 14R, 15R, 19G f/n, 22G, 24G, 2G] ნებისმიერი ეროვნული ორგანო, რომელიც ასეთად დანიშნული ან სხვაგვარად აღიარებულია ამ ინსტრუქციების შესაბამისად. [9G f/n]
compromise

The accidental or deliberate violation of confidentiality, loss of integrity, or loss of availability of an information object. [23G]
დაზიანება

კონფიდენციალურობის შემთხვევითი ან განზრახ დარღვევა, ინფორმაციის ურღვევობის დაკარგვა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაკარგვა. [23G]
computer security

A particular aspect of information security that is concerned with computer based systems, networks and digital systems. [17T]
კომპუტერის უსაფრთხოება

ინფორმაციული უსაფრთხოების კონკრეტული ასპექტი, რომელიც შეეხება კომპუტერულ სისტემებს, ქსელებს და ციფრულ სისტემებს. [17T]
computer security incident

An occurrence that actually or potentially jeopardizes the confidentiality, integrity, or availability of a computer based, networked or digital information system or the information that the system processes, stores, or transmits or that constitutes a violation or imminent risk of violation of security policies, security procedures, or acceptable use policies. [17T]
კომპუტერული უსაფრთხოების ინციდენტი

შემთხვევა, რომელიც ფაქტიურ ან პოტენციურ საფრთხეს უქმნის კონფიდენციალურობას, კეთილსინდისიერებას (ურღვევობას), ან კომპიუტერული, ქსელური ან ციფრული საინფორმაციო სისტემების ან ამ სისტემური პროცესებით მიღებული, შენახული და გადაცემული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ან შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების ან ამ პოლიტიკის მიღებული გამოყენების დარღვევას ან ქმნის ამგვარი დარღვევის გარდაუვალ რისკს. [17T]
computer security perimeter

The logical border around a network to which critical assets are connected and to which access is controlled. [17T]
კომპუტერული უსაფრთხოების პერიმეტრი

ლოგიკური საზღვარი ქსელის გარშემო, რომელთანაც მიერთებულია კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა და რომელზე წვდომაც ექვემდებარება კონტროლს. [17T]
computer security policy

Aggregate of directives, regulations, rules and practices that prescribes how an organization manages and protects computers and computer systems. [17T]
კომპუტერული უსაფრთხოების პოლიტიკა

დირექტივების, რეგულაციების, წესების და პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც აწესებს, თუ როგორ მართავს და იცავს ორგანიზაცია. კომპუტერებს და კომპუტერულ სისტემებს. [17T]
confidentiality

The property that information is not made available or disclosed to unauthorized individuals, entities, or processes. [23G, 17T]
კონფიდენციალურობა

სისტემის თვისება, რომლის თანახმად ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი და გამჟღავნებული ნებართვის არმქონე პირებისთვის, სუბიექტებისთვის და პროცესებისთვის. [23G, 17T]
configuration management

The process of identifying and documenting the characteristics of a facility’s physical protection system — including computer systems and software — and of ensuring that changes to these characteristics are properly developed, assessed, approved, issued, implemented, verified, recorded and incorporated into the facility documentation [13R, 25G]
კონფიგურაციის მართვა

პროცესი, რომლის საშუალებითაც ხდება ობიექტის ფიზიკური დაცვის სისტემის - მათ შორის, კომპიუტერული სისტემების და პროგრამების – მახასიათებლების იდენტიფიცირება და დოკუმენტირება და იმის უზრუნველყოფა, რომ ამ მახასიათებლების ცვლილებები სათანადოდ იქნება შემუშავებული, შეფასებული, დამტკიცებული, გამოქვეყნებული, განხორციელებული, გადამოწმებული, ჩაწერილი და შეტანილი ობიექტის დოკუმენტაციაში. [13R, 25G]
containment

Structural elements (cans, gloveboxes, storage cabinets, rooms, vaults, etc.), which are used to establish the physical integrity of an area or items and to maintain the continuity of knowledge of nuclear material. [25G]
შეკავება

სტრუქტურული ელემენტები (ქილები, გრძელსახელურიანი სამანიპულაციო ინსტრუმენტები, სათავსები, ოთახები, კამარები და სხვა) რომლებიც გამოიყენება კონკრეტული სივრცის ან საგნების ფიზიკური ურღვევობის შესაქმნელად და რადიოაქტიური ნივთიერების შესახებ ცოდნის განგრძობითობის უზრუნველსაყოფად. [25G]
contingency plan

1. Predefined sets of actions for response to unauthorized acts indicative of attempted unauthorized removal or sabotage, including threats thereof, designed to effectively counter such acts. [13R, 19G f/n, 26G]
2. A part of the security plan or a stand-alone document that identifies reasonably foreseeable security events, provides initial planned actions, (including alerting appropriate authorities) and assigns responsibilities to appropriate operator personnel and response personnel.[11G definition of “security contingency plan”]
საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმა

1. წინასწარ განსაზღვრული ქმედებების წყება უნებართვო აქტების მიმართ, რომლებიც მიანიშნებენ უნებართვო გატანის ან საბოტაჟის მცდელობაზე, ასაევე, ასეთი ქმედებების საფრთხეების მიმართ, და რომლებიც შექმნილია ამგვარი აქტებთან ეფექტურად ბრძოლისათვის. [13R, 19G f/n, 26G]
2. უსაფრთხოების გეგმის ნაწილი ან ცალკე დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს გონივრულობის ფარგლებში წინასწარ განჭვრეტად უსაფრთხოების მოვლენებს, გეგმავს პირველად ქმედებებს (მათ შორის სათანადო ორგანოების დროულ შეტყობინებას) და განსაზღვრავს პასუხისმგებლობებს სათანადო ოპერაციული პერსონალისთვის და პირველადი რეაგირების პერსონალისთვის. [11G definition of “security contingency plan”]
control (of nuclear material)

Activities, devices, systems and procedures that ensure that the continuity of knowledge (e.g. location, quantitative measurements) about nuclear material is maintained. [25G]
(ბირთვული მასალების) კონტროლი

საქმიანობა, მოწყობილობები, სისტემები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბირთვული მასალების შესახებ ცოდნის განგრძობითობას. [25G]
conveyance

For transport (a) by road or rail: any vehicle used for carriage of nuclear material cargo; (b) by water: any seagoing vessel or inland waterway craft, or any hold, compartment, or defined deck area of a seagoing vessel or inland waterway craft used for carriage of nuclear material cargo; and (c) by air: any aircraft used for carriage of nuclear material cargo. [13R, 26G] i Definition from the IAEA Regulations for the Safe Transport of Radioactive Material, adapted to limit to nuclear material cargo.
ტრანსპორტი

ტრანსპორტირებისთვის ა) მანქანით ან რკინიგზით: ნებისმიერი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება ბირთვული მასალის გადაზიდვისთვის; ბ) წყლით: ნებისმიერი წყლის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება ბირთვული მასალის გადაზიდვისთვის; გ) საჰაერო: ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც გამოიყენება ბირთვული მასალის გადაზიდვისთვის. [13R, 26G]
countermeasure

An action taken to counteract a threat, or to eliminate or reduce vulnerabilities. [17T] ! In safety, the term “countermeasure” is specifically reserved for actions aimed at alleviating the radiological consequences of an accident.
კონტრზომები

ქმედება, რომელიც ხორციელდება საფრთხის საწინააღმდეგოდ, მისი აღმოფხვრის ან ზიანის შემცირებისთვის. [17T]
crime scene

A site containing records of activities, alleged to be a crime. [22G] i Definition taken from UNITED NATIONS OFFICE ON DRUGS AND CRIME, Crime Scene and Physical Evidence Awareness for Non-forensic Personnel, ST/NAR/39, UNODC, New York (2009).
დანაშაულის ადგილი

ადგილი, რომელიც შეიცავს სავარაუდო დანაშაულებრივი საქმიანობის კვალს. [22G] i დეფინიცია აღებულია გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციის პუბლიკაციიდან: Crime Scene and Physical Evidence Awareness for Non-forensic Personnel, ST/NAR/39, UNODC, New York (2009).
radiological crime scene

A crime scene at which a criminal act or intentional unauthorized act involving nuclear or other radioactive material has taken place or is suspected. [22G, 2G]
რადიოლოგიური დანაშაულის ადგილი

დანაშაულის ჩადენის ადგილი, სადაც განხორციელდა ან სავარაუდოდ განხორციელდა რადიოაქტიურ ნივთიერებასთან დაკავშირებული კრიმინალური აქტი ან წინასწარგანზრახული ქმედება. [22G, 2G]
crime scene operations

The procedures that aim to control access at a crime scene, to document the scene as it was first encountered, and to recognize, collect, package and remove from the scene all relevant evidence. [22G] i Definition taken from UNITED NATIONS OFFICE ON DRUGS AND CRIME, Crime Scene and Physical Evidence Awareness for Non-forensic Personnel, ST/NAR/39, UNODC, New York (2009).
დანაშაულის ადგილზე ჩასატარებელი ღონისძიებები

პროცედურები, რომელთა მიზანია დანაშაულის ადგილზე წვდომის კონტროლი, ადგილის პირველყოფილი სახით დოკუმენტირება, და დანაშაულის ადგილზე მოპოვებული ყველა რელევანტური მტკიცებულების აღიარება, შეგროვება, შეფუთვა და ადგილიდან გადატანა. [22G] i დეფინიცია აღებულია გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციის პუბლიკაციიდან: Crime Scene and Physical Evidence Awareness for Non-forensic Personnel, ST/NAR/39, UNODC, New York (2009).
criminal act
იხ. criminal or unauthorized acts.
criminal or [intentional] unauthorized acts

A general term encompassing malicious acts and any other intentional acts or omissions contrary to national law or regulations and having nuclear security implications. i A ‘criminal act’ is normally covered by criminal or penal law in a State, whereas an ‘unauthorized act’ is typically the subject of administrative or civil law. In addition, criminal acts involving nuclear or other radioactive material may constitute offences related to acts of terrorism[, including those set out in the Convention on the Physical Protection of Nuclear Material and its Amendment and the International Convention for the Suppression of Acts of Nuclear Terrorism, all of] which, in some States, are subject to special legislation. Unauthorized acts with nuclear security implications could include both intentional and unintentional unauthorized acts as determined by the State. Examples of a criminal act or an unauthorized act with nuclear security implications could, if determined by the State, include: (1) the undertaking of an unauthorized activity involving radioactive material by an authorized person; (2) the unauthorized possession of radioactive material by a person with the intent to commit a criminal or unauthorized act with such material, or to facilitate the commission of such acts; or (3) the failure of an authorized person to maintain adequate control of radioactive material, thereby making it accessible to persons intending to commit a criminal or an unauthorized act, using such material. [15R, 19G f/n with square bracketed text]
კრიმინალური ან (წინასწარგანზრახული) არასანქცირებული აქტები (ქმედებები)

ზოგადი ტერმინი, რომელიც მოიცავს ავი ზრახვით ჩადენილ ქმედებებს და სხვა წინასწარგანზრახულ ქმედებებს ან შეცდომებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ კანონმდებლობასთან და რომლებსაც აქვს ბირთვული უსაფრთხოების იმპლიკაციები. i „კრიმინალური აქტი“ როგორც წესი, რეგულირდება ქვეყნის სისხლის სამართლის ან სადამსჯელო კანონმდებლობით, ხოლო „არასანქცირებული აქტი“ ჩვეულებრივ რეგულირდება ადმინისტრაციული ან სამოქალაქო კანონებით. ამასთან, კრიმინალური აქტები, რომლებიც შეეხება ბირთვულ მასალებს, შეიძლება შეიცავდეს ტერორისტულ აქტთან დაკავშირებულ დანაშაულებს [მათ შორის, ისეთს, რომლებიც ჩამოთვლილია ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის კონვენციაში და მის დამატებებში და ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონვენციაში], რომლებიც ზოგიერთ ქვეყანაში მთლიანად რეგულირებული ცალკე კანონმდებლობით. არასანქცირებული ქმედებები, რომლებსაც აქვთ ბირთვული უსაფრთხოების იმპლიკაციები, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც წინასწარგანზრახული, ისე არა წინასწარგანზრახული. ბირთვული უსაფრთხოების იმპლიკაციების მქონე კრიმინალური ან არასანქცირებული აქტის მაგალითები, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, შეიძლება იყოს: 1) ნებართვის მქონე პირის მიერ რადიოაქტიური მასალის უნებართვო გამოყენება; 2) პირის მიერ რადიოაქტიური მასალის უნებართვო ფლობა ამ მასალით კრიმინალური ან უნებართვო აქტის ჩადენის, ან ამგვარი აქტის დავალების ხელშეწყობის მიზნით; ან 3) ნებართვის მქონე პირის მიერ სათანადო კონტროლის ვერ შენარჩუნება რადიოაქტიურ მასალაზე, რომლის შედეგად მასალაზე წვდომა მიეცათ პირებს, რომლებიც აპირებენ კრიმინალური ან უნებართვო აქტის ჩადენას ამ მასალის გამოყენებით. [15R, 19G f/n with square bracketed text]
defence in depth

1. The combination of successive layers of systems and measures for the protection of targets from nuclear security threats. [20F, 17T] 2. The combination of multiple layers of systems and measures that have to be overcome or circumvented before nuclear security is compromised. [13R* , 14R, 25G, 26G] 3. The combination of multiple layers of systems and measures for the protection of targets from nuclear security threats. [15R] 4. Implementing several layers of defence, including both administrative aspects (procedures, instructions, sanctions, access control rules, confidentiality rules) and technical aspects (multiple layers of protection together with measures for detection and delay) that adversaries would have to overcome or circumvent to achieve their objectives. [9G f/n] ! The term “defence in depth” is widely used in safety standards. While the general concept is similar, the safety definition of “defence in depth” is too complex and specific to be directly adapted for security.
ვერტიკალური (სიღრმისეული) დაცვა

1. სისტემების და ზომების თანმიმდევრული ფენების კომბინაცია, რომელიც იცავს სამიზნეებს ბირთვული საფრთხისგან. [20F, 17T] 2. მრავალშრიან სისტემათა და ზომათა კომბინაცია, რომელთა გავლა ან გვერდიდან ავლა იქნება საჭირო, რათა მოხდეს ბირთვული უსაფრთხოების დაზიანება. [13R* , 14R, 25G, 26G] 3. მრავალშრიან სისტემათა და ზომათა კომბინაცია, რომელიც იცავს სამიზნეებს ბირთვული საფრთხისგან. [15R] 4. დაცვის რამდენიმე შრის დანერგვა, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ ასპექტებს (პროცედურები, ინსტრუქციები, სანქციები, წვდომის კონტროლის წესები, კონფიდენციალურობის წესები) და ტექნიკური ასპექტებს (მრავალშრიანი დაცვა დეტექციის და შეყოვნების მექანიზმებთან ერთად) რომლების გავლა და გვერდის ავლაც მოუხდებათ დამრღვევებს თავიანთი ამოცანის მისაღწევად. [9G f/n] ! ტერმინი „სიღრმისეული დაცვა“ ფართედ გამოიყენება დაცულობის სტანდარტებში. მართალია ზოგადი კონცეპტი მსგავსია ორივე კონტექსტში, დაცულობის შემთხვევაში ტერმინის განსაზღვრება უფრო კომპლექსური და კონკრეტულია იმისათვის, რომ ზუსტად შეესაბამებოდეს უსაფრთხოების კონტექსტს.
design basis threat

1. The attributes and characteristics of potential insider and/or external adversaries, who might attempt unauthorized removal or sabotage, against which a physical protection system is designed and evaluated. [13R, 26G, 4T, 16T] 2. A description of the attributes and characteristics of potential insider/external adversaries who might attempt unauthorized removal of nuclear material or radioactive material or sabotage, against which a physical protection system is designed and evaluated. [9G f/n] 3. A comprehensive description of the motivation, intentions and capabilities of potential adversaries against which protection systems are designed and evaluated. [10G, 11G]
საფრთხე, რომელიც მომდინარეობს დამრღვევისგან

1. პოტენციური შიდა და/ან გარე დამრღვევის თვისებები და მახასიათებლები, რომელმაც შეიძლება სცადოს უნებართვო გატანა ან საბოტაჟი, რის წინააღმდეგაც იქმნება და ფასდება ფიზიკური დაცვის სისტემა. [13R, 26G, 4T, 16T] 2. პოტენციური შიდა და/ან გარე დამრღვევის თვისებების და მახასიათებლების აღწერა, რომელმაც შეიძლება სცადოს უნებართვო გატანა ან საბოტაჟი, რის წინააღმდეგაც იქმნება და ფასდება ფიზიკური დაცვის სისტემა. [9G f/n] 3. პოტენციური დამრღვევების მოტივაციის, ზრახვების და შესაძლებლობების სრულფასოვანი აღწერა, რის მიმართაც შექმნილი და შეფასებულია ფიზიკური დაცვის სისტემა. [10G, 11G]
designated nuclear forensic laboratory

A laboratory that has been identified by a State as being capable of accepting or analysing samples of nuclear and/or other radioactive material for the purpose of supporting nuclear forensic examinations. [2G]
ბირთვული ექსპერტიზის სპეციალური ლაბორატორია

ლაბორატორია, რომელსაც, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, აქვს შესაძლებლობა, მიიღოს და ანალიზი გაუკეთოს ბირთვული და /ან სხვა რადიოაქტიური მასალის ნიმუშებს და ამით შესაძლებელი გახადოს ბირთვული ექსპერტიზული შემოწმების განხორციელება. [2G]
detection

1. A process in a physical protection system that begins with sensing a potentially malicious or otherwise unauthorized act and that is completed with the assessment of the cause of the alarm. [13R, 26G] 2. Awareness of criminal act(s) or unauthorized act(s) with nuclear security implications or measurement(s) indicating the unauthorized presence of nuclear material, or other radioactive material at an associated facility or an associated activity or a strategic location. [15R, 19G f/n with “Means of attaining…” at beginning, 21G] 3. Awareness of a criminal or unauthorized act with nuclear security implications or measurement(s) indicating the unauthorized presence of nuclear and other radioactive material at an associated facility or associated activity or a strategic location. [18G]
დეტექცია

ფიზიკური დაცვის სისტემის პროცესი, რომელიც იწყება პოტენციურად ბოროტი ზრახვით განსახორციელებელი ან სხვაგვარად უნებართვო აქტის ეჭვით და სრულდება განგაშის მიზეზის შეფასებით. [13R, 26G] გაცნობიერება, რომ არსებობს კრიმინალური ან უნებართვო აქტ(ებ)ის განხორციელების შესაძლებლობა, რომლებსაც აქვს ბირთვული უსაფრთხოების იმპლიკაციები ან მასშტაბი, ან რომლებიც მიუთითებენ ასოცირებულ ობიექტზე ბირთვული ან სხვა რადიაციული მასალის უნებართვო არსებობაზე ან ასოცირებულ საქმიანობაზე ან სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილზე. [15R, 19G f/n იწყება “Means of attaining…-ით”, 21G] ვარაუდი, რომ მოსალდონელია კრიმინალური ან უნებართვო აქტი ბირთვული უსაფრთხოების იმპლიკაციებით ან მასშტაბით, რაც მიუთითებს ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის უნებართვო არსებობაზე ასოცირებულ ობიექტზე და ასოცირებული საქმიანობაზე ან სტრატეგიულ ლოკაციაზე. [13R, 26G]
detection instrument

A complete functional system, being a combination of hardware and software (or firmware) supported by procedures for installation, calibration, maintenance and operation, used for detecting nuclear material or other radioactive material. [21G]
დეტექციის ინსტრუმენტი

სრულად ფუნქციონირებადი სისტემა, რომელიც შედგება აპარატურის და პროგრამებისგან და რომელსაც თან ახლავს ინსტალაციის, კალიბრაციის, მოვლის და ოპერაციის პროცედურები, და რომელიც გამოიყენება ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის დეტექციისთვის. [21G]
detection measure

Measures intended to detect a criminal or an unauthorized act with nuclear security implications. [15R, 18G – with “criminal or unauthorized act”, 21G]
დეტექციის ზომები

ზომები, რომელთა მიზანია ბირთვული უსაფრთხოების იმპლიკაციების მქონე კრიმინალური ან უნებართვო აქტის გამოვლენა/დეტექცია. [15R, 18G – “criminal or unauthorized act”, 21G]
detection system

Integrated set of detection measures including capabilities and resources necessary for detection of a criminal act or an unauthorized act with nuclear security implications. [15R, 18G – with “criminal or unauthorized act”, 21G]
დეტექციის სისტემა

დეტექციის ზომების ერთიანი კომპლექტი, რომელიც მოიცავს ბირთვული უსაფრთხოების იმპლიკაციების მქონე კრიმინალური ან უნებართვო აქტის დეტექციისთვის საჭირო შესაძლებლობებს და რესურსებს. [15R, 18G – “criminal or unauthorized act”, 21G]
deterministic safety assessment

A comprehensive, structured analysis that assesses the performance of the facility against a broad range of operating conditions, postulated initiating events, and other circumstances, demonstrating that normal operation can be carried out safely, in such a way that facility parameters do not exceed operating limits. [16T]
დაცულობის დეტერმინისტული შეფასება

სრულფასოვანი, სტრუქტურირებული ანალიზი, რომელიც აფასებს ობიექტის მუშაობას სხვადასხვა საოპერაციო პირობების, პროვოცირების აღიარებული მიზეზების და სხვა გარემოებების მიმართ, და რომელიც აჩვენებს, რომ ჩვეული ოპერაციები შეიძლება ჩატარდეს უსაფრთხოდ, ისე რომ მოწყობილობის პარამეტრები არ აღემატებოდეს საოპერაციო ზღვრებს. [16T]
device

[The term is used without definition in the following terms and their definitions.] improvised nuclear device: A device incorporating radioactive materials designed to result in the formation of a nuclear-yield reaction. Such devices may be fabricated in a completely improvised manner or may be an improvised modification to a nuclear weapon. [21G, 22G, 24G] radiation exposure device: A device with radioactive material designed to intentionally expose members of the public to radiation. [21G, 22G, 24G] radiological dispersal device: A device to spread radioactive material using conventional explosives or other means. [21G, 22G, 24G] i ICSANT defines a “device” in this sense as: “Any nuclear explosive device; or any radioactive material dispersal or radiation-emitting device which may, owing to its radiological properties, cause death, serious bodily injury or substantial damage to property or to the environment.” A piece of machinery or instrument in which a radioactive source is used, and which safely houses the source. The manufacture of devices generally conforms to national or international safety standards. [5T] ! Clearly this is a different type of “device” from those listed under definition 1. The term should therefore only be used with definition 2 in contexts in which there is no risk of confusion, and then with great care.
მოწყობილობა

[ტერმინი გამოიყენება განსაზღვრების გარეშე შემდეგ ტერმინებში და მათ განსაზღვრებებში] იმპროვიზირებული ბირთვული მოწყობილობა: მოწყობილობა, რომელშიც მოთავსებულია რადიოაქტიური მასალა ბირთვული ენერგიის გამოყოფის რეაქციის შექმნის მიზნით. ამგვარი მოწყობილობები შესაძლოა შეიქმნას სრულიად იმპროვიზირებულად ან წარმოადგენდეს სხვა მოწყობილობიდან მოდიფიცირებულ ბირთვულ იარაღს. [21G, 22G, 24G] რადიაციული ზემოქმედების მოწყობილობა: მოწყობილობა, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ მასალას და რომელიც შექმნილია მიზანმიმართულად საზოგადოების რადიაციის ზემოქმედების ქვეშ მოსაქცევად. [21G, 22G, 24G] რადიოაქტივობის გამავრცელებელი მოწყობილობა (რადიაციული წყაროს გამფანტავი მოწყობილობა) მოწყობილობა, რომელიც ავრცელებს რადიოაქტიურ მასალას ჩვეულებრივ ასაფეთქებელი მასალების გამოყენებით. [21G, 22G, 24G] i ICSANT განსაზღვრავს „მოწყობილობას“ ამ მნიშვნელობით შემდეგნაირად: „ნებისმიერი ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა, ან ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც აფრქვევს რადიოაქტიურ მასალას და ასხივებს რადიაციას, და რომელმაც, მისი რადიოლოგიური თვისებების გამო, შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, სხეულის დაზიანება ან მნიშნელოვანი ზიანი მიაყენოს საკუთრებას და გარემოს.“ დანადგარი ან ინსტრუმენტი, რომელშიც მოთავსებულია რადიოაქტიური წყარო და რომელიც დაცულად ინახავს ამ წყაროს. მოწყობილობის დიზაინი, როგორც წესი, შეესაბამება დაცულობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. [5T] ! ეს მოწყობილობა, ცხადია, განსხვავდება პირველ პუნქტში აღწერილი მოწყობილობისგან. ამდენად, ტერმინი, როგორც ეს განსაზღვრულია მეორე პუნქტში, უნდა იყოს გამოყენებული დიდი სიფრთხილით და მხოლოდ ისეთ კონტექსტში, რომელშიც არ გამოიწვევს დაბნეულობას.
direct dispersal or release
იხ. dispersal or release.
dispersal or release

direct dispersal or release: Dispersal or release of material by application of energy from an external source (for example, an explosive or incendiary device) on the material. [16T] indirect dispersal or release: Dispersal or release of material by utilizing the potential energy (i.e. heat or pressure) contained in the nuclear or radioactive material or in a process system to disperse the material. [16T]
გამოფრქვევა ან გამოშვება პირდაპირი გამოფრქვევა ან გამოშვება:

გარე წყაროდან (მაგ., ფეთქებადი ან აალებადი მოწყობილობიდან) მიღებული ენერგიის მასალაზე ზემოქმედებით მასალის გამოფრქვევა ან გამოშვება. [16T] არაპირდაპირი გამოფრქვევა ან გამოშვება: მასალის გამოფრქვევა ან გამოშვება პოტენციური ენერგიის (ანუ სითბოს ან წნევის) გამოყენებით, რომელიც არსებობს ბირთვულ ან რადიოაქტიურ მასალაში ან მასალის გამოფრქვევის პროცესის სისტემაში.
disused source

A radioactive source which is no longer used, and is not intended to be used, in facilities and activities for which authorization has been granted [11G, attributed to Safety Glossary].
მიტოვებული წყარო

რადიოაქტიური წყარო, რომელიც აღარ გამოიყენება - და არც იგეგმება მისი გამოყენება - მოწყობილობებში და საქმიანობაში, რომლისთვისაც გაცემულია ნებართვა. [11G, დაცულობის გლოსარიუმი, Safety Glossary].
examination

A procedure used to obtain information from evidence in order to reach conclusions concerning the nature of and/or associations related to evidence. [2G]
გამოკვლევა

პროცედურა, რომელიც გამოიყენება მტკიცებულებებიდან ინფორმაციის მისაღებად, რათა გაკეთდეს დასკვნა მტკიცებულებების ბუნების და/ან მტკიცებულებებთან დაკავშირებულ სხვა რამეზე. [2G]
false alarm

An alarm found by subsequent assessment not to have been caused by the presence of nuclear or radioactive material. [21G]
მცდარი განგაში

განგაში, რომელიც შემდგომი შეფასებით, არ იყო გამოწვეული ბირთვული ან რადიოაქტიური მასალის არსებობით. [21G]
force-on-force exercise

A performance test of the physical protection system that uses designated trained personnel in the role of an adversary force to simulate an attack consistent with the threat or the design basis threat. [13R, 26G]
შეტევის სიმულაცია

ფიზიკური დაცვის სისტემის საოპერაციო მუშაობის შეფასების ტესტი, რომელშიც სპეციალურად მომზადებული პერსონალი გამოდის დამრღვევის როლში და ახორციელებს სიმულაციურ შეტევას, რომელიც შეესაბამება დამრღვევის მხრიდან მომდინარე საფრთხეს. [13R, 26G]
front line system

A system that directly performs a facility safety function. See also the definition of support system. [16T]
წინა ხაზის სისტემა

სისტემა, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ობიექტის დაცულობის ფუნქციას. იხ. ასევე support system-ის განსაზღვრება. [16T]
graded approach

1. The application of nuclear security measures proportional to the potential consequences of a malicious act. [13R* , 14R, 25G, 26G (with “proportionate”)] 2. The application of nuclear security measures proportionate to the potential consequences of criminal or intentional unauthorized acts involving or directed at nuclear material, other radioactive material, associated facilities or associated activities or other acts determined by the State to have an adverse impact on nuclear security. [20F, 15R with “proportional” instead of “proportionate”, 24G] 3. An approach or process by which the scope, depth and rigour of the management and engineering control measures (such as physical protection system) are commensurate with the evaluation of the threat and the magnitude of any hazard involved with the failure of the item or process concerned. [9G f/n]
რანჟირების მიდგომა (დონეების მიხედვით)

ბირთვული 1. უსაფრთხოების ზომების გამოყენება, რომლებიც ბოროტი ზრახვით ჩადენილი აქტის პოტენციურ შედეგებს შეესაბამება. [13R* , 14R, 25G, 26G (გამოიყენება “proportionate”)] ბირთვული უსაფრთხოების ზომების გამოყენება, რომლებიც შეესაბამება, კრიმინალური და განზრახ ჩადენილი უნებართვო ქმედებების პოტენციურ შედეგებს, რომლებიც მოიცავს ან შეეხება ბირთვულ მასალას, სხვა რადიოაქტიურ მასალებს, ან ასოცირებულ ინფრასტრუქტურას ან ასოცირებულ საქმიანობას ან სხვა აქტებს, რომელიც, სახელმწიფო ს გადაწყვეტილებით, უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ბირთვულ უსაფრთხოებაზე. [20F, 15R “proportional” ნაცვლად “proportionate”-ისა, 24G] მიდგომა ან პროცესი, რომლის მეშვეობითაც მართვის და საინჟინრო კონტროლის ზომების (როგორიცაა ფიზიკური დაცვის სისტემა) მოქმედების სფერო, ინტენსივობა და სიმყარე შესაბამისობაში მოდის საფრთხის შეფასებასთან და მოცემული ობიექტის ან პროცესის წარუმატებლობით გამოწვეული კატასტროფის მასშტაბთან. [9G f/n]
guard

A person who is entrusted with responsibility for patrolling, monitoring, assessing, escorting individuals or transport, controlling access and/or providing initial response. [13R, 26G]
დაცვის თანამშრომელი

პირი, ვისაც აქვს მინიჭებული პატრულირების, მონიტორინგის, შეფასების, ადამიანების და ტრანსპორტის ესკორტის, წვდომის კონტროლის და/ან პირველადი რეაგირების პასუხისმგებლობა. [13R, 26G]
hazard control area
იხ. area
high confidence of low probability of failure (HCLPF)

The probabilistic definition of the HCLPF is 95% confidence of less than about a 5% probability of failure. HCLPF values can be estimated using probabilistic or deterministic techniques. The deterministic approach is preferred because, once rules governing the definition of demand and capacity are established, engineers without training in probabilistic methods can perform the evaluations. [4T]
მარცხის დაბალი ალბათობის მაღალი რწმენა

HCLPF-ის ალბათობით განსაზღვრაში იგულისხმება 95 პროცენტი რწმენა მარცხის დაახლოებით 5-პროცენტზე ნაკლები ალბათობის მიმართ. HCLPF მნიშვნელობები შეიძლება შეფასდეს ალბათობის და დეტერმინისტული ტექნიკის გამოყენებით, დეტერმინისტული მიდგომა უპირატესია, რადგან როდესაც კი მოთხივნის და შესაძლებლობის განსაზღვრის წესები დადგინდება, ინჟინრები, რომლებსაც არ აქვთ მიღებული ალბათობის მეთოდებში მომზადება, შეძლებენ შეფასებების ჩატარებას. [4T]
improvised nuclear device
იხ. device
incident

i Several types of incident are defined as a basis for categorizing entries in the Agency’s Incident and Trafficking Database (ITDB).
ინციდენტი

i ინციდენტის რამდენიმე ტიპი განსაზღვრულია აესს-ის ინციდენტების და ტრეფიკინგის მონაცემთა ბაზაში (ITDB).
incident commander (IC)

The person in charge of the nuclear security event. The IC commands the entire response and directs all those supporting the response. The IC may delegate authority for performing certain activities to others as required, e.g. to on-scene controller, the public information officer/team. [18G]
ინციდენტის მართვის ხელმძღვანელი (IC)

პირი, რომელიც პასუხისმგებელია ბირთვული უსაფრთხოების ინციდენტზე, ხელმძღვანელობს ინციდენტზე რეაგირების მთლიან პროცესს და მართავს მათ, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს. ინციდენტის მართვის უფროსმა შეიძლება მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება ზოგიერთი საქმიანობის შესასრულებლად საჭიროების მიხედვით, მაგ., გადასცეს პასუხისმგებლობა ავარიის ადგილზე მომუშავე კონტროლიორს, საჯარო ინფორმაციის მართვის ოფიცერს/ჯგუფს. [18G]
indirect dispersal or release
იხ. dispersal or release.
individualization

The ability to associate a forensic result or a set of results uniquely with a single source, such as a person, place or production process. [2G]
ინდივიდუალიზაცია

ექსპერტიზის შედეგის ან შედეგთა ერთობლიობის დაკავშირება ერთ კონკრეტულ წყაროსთან, როგორიცაა, პირი, ადგილი ან წარმოების პროცესი. [2G]
information alert

Time sensitive reporting that could indicate a nuclear security event, requiring assessment, and may come from a variety of sources, including operational information, medical surveillance, accounting and consigner/consignee discrepancies, border monitoring, etc. [15R, 18G, 21G, 22G]
სასწრაფო საინფორმაციო გზავნილი

დროში შეზღუდული ანგარიშგება ბირთვული უსაფრთხოების ინციდენტის შესახებ, რომელიც მოითხოვს შეფასებას და რომელიც შეიძლება მოდიოდეს სხვადასხვა წყაროებიდან. მათ შორისაა, საოპერაციო ინფორმაცია, სამედიცინო ზედამხედველობა, ინფორმაცია შეუსაბამობების შესახებ საბუღალტრო ანგარიშგებასა და ტვირთის გამგზავნთან/მიმღებთან დაკავშირებით, საზღვრის მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია და სხვა. [15R, 18G, 21G, 22G]
information object

Knowledge or data that have value to the organization. [23G]
საინფორმაციო საგანი

ცოდნა ან მონაცემები, რომელიც ორგანიზაციისთვის ღირებულებას წარმოადგენს. [23G]
information security

The preservation of the confidentiality, integrity and availability of information. [23G] [Note: In addition, other properties such as authenticity, accountability, non-repudiation and reliability can also be involved. [17T]]
ინფორმაციის უსაფრთხოება

ინფორმაციის კონფიდენციალურობის, ურღვევობის და წვდომის დაცვა. [23G] [შენიშვნა: ამასთან, შეიძლება ასევე გულისხმობდეს სხვა თვისებებს, როგორიცაა ავთენტურობა, ანგარიშვალდებულება, არარეპუდიაცია და სანდოობა[17T]]
initial assessment

The process of analysing systematically and evaluating an information alert or an instrument alarm to determine whether a nuclear security event has occurred. [22G]
თავდაპირველი (საწყისი) შეფასება

სასწრაფო საინფორმაციო გზავნილის ან ინსტრუმენტის განგაშის სისტემატური ანალიზის და შეფასების პროცესი იმის გადასაწყვეტად, მოხდა თუ არა ბირთვული უსაფრთხოების შემთხვევა. [22G]
initial entry

The first controlled entry made into a crime scene, conducted for the purpose of gathering data regarding the nature and extent of on-scene hazards. [22G]
თავდაპირველი შესვლა

პირველი კონტროლირებული შესვლა დანაშულის ადგილას ავარიის ხასიათის და ხარისხის შესახებ მონაცემების შეგროვების მიზნით. [22G]
initiating event

An event identified during design as capable of leading to anticipated operational occurrences or accident conditions. i Sometimes referred to as a postulated initiating event. [16T]
საწყისი (მაპროვოცირებელი) მოვლენა

მოვლენა, რომელიც იდენტიფიცირებულია დიზაინის სტადიაზე, როგორც შესაძლებლობის მქონე, რომ გამოიწვიოს საოპერაციო შემთხვევები ან შექმნას საავარიო პირობები. i ზოგჯერ მოიხსენიება როგორც აღიარებული საწყისი მოვლენა.
initiating event of malicious origin

A maliciously initiated initiating event. A malicious act that upsets the operation in such a way that, if mitigation were unsuccessful, would lead to unacceptable radiological consequences. [16T]
ბოროტი ზრახვით ჩადენილი საწყისი მოვლენა

ბოროტი ზრახვით ინიცირებული შემთხვევა. ბოროტი ზრახვით ჩადენილი აქტი, რომელიც აფერხებს ოპერაციებს ისე, რომ თუ ზიანის შემცირების ზომები წარუმატებელი იქნება, გამოიწვევს მიუღებელ რადიოლოგიურ შედეგებს. [16T]
inner area
იხ. area
innocent alarm

An alarm found by subsequent assessment to have been caused by nuclear or other radioactive material under regulatory control or exempt or excluded from regulatory control. [22G]
უვნებელი განგაში

განგაში, რომელიც შემდგომი შეფასებით, გამოწვეულია მარეგულირებელ კონტროლს ქვეშ მყოფი ან ასეთი კონტროლს არ დაქვემდებარებული ან მისგან გათავისუფლებული ბირთვული და რადიოაქტიური მასალით. [22G]
insider

An individual with authorized access to associated facilities or associated activities or to sensitive information or sensitive information assets, who could commit, or facilitate the commission of criminal or intentional unauthorized acts involving or directed at nuclear material, other radioactive material, associated facilities or associated activities or other acts determined by the State to have an adverse impact on nuclear security. [20F] An adversary with authorized access to a nuclear facility, a transport operation or sensitive information. [8G] One or more individuals with authorized access to nuclear facilities or nuclear material in transport who could attempt unauthorized removal or sabotage, or who could aid an external adversary to do so. [13R, 25G, 26G] 4. An individual with authorized access to associated facilities or associated activities or to sensitive information or sensitive information assets, who could commit, or facilitate the commission of a malicious act. [14R]
შიდა დამრღვევი

პირი, რომელსაც აქვს სანქცირებული წვდომა ასოცირებულ ინფრასტრუქტურაზე ან ასოცირებულ საქმიანობაზე ან სენსიტიურ ინფორმაციაზე ან სენსიტიურ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე, და რომელსაც შეუძლია ჩაიდინოს ან ხელი შეუწყოს უნებართვო კრიმინალური და წინასწარგანზრახული აქტების შეკვეთას, რომლებიც შეიცავს ან შეეხება ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალას, ასოცირებულ ინფრასტრუქტურას ან ასოცირებულ აქტებს ან სხვა ქმედებებს, რომლებიც სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ჩათვლილია როგორც უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი ბირთვულ უსაფრთხოებაზე.[20F] დამრღვევი, რომელსაც აქვს წვდომა ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, სატრანსპორტო ოპერაციაზე ან სენსიტიურ ინფორმაციაზე. [8G] ერთი ან მეტი პირი, რომელსაც აქვს დაშვება ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, ტრანსპორტირებად ბირთვულ მასალაზე, და რომელმაც შეიძლება სცადოს უნებართვო გატანა ან საბოტაჟი, ან რომელიც შეიძლება დაეხმაროს გარეშე დამრღვევს ამგვარი აქტის განხორციელებაში. [13R, 25G, 26G] პირი, რომელსაც აქვს წვდომა ასოცირებულ ინფრასტრუქტურაზე ან ასოცირებულ საქმიანობაზე ან სხვა სენსიტიურ ინფორმაციაზე ან სენსიტიური ინფორმაციის აქტივებზე, და რომელსაც აქვს შესაძლებლობა ჩაიდინოს ბოროტი ზრახვით აქტი ან ხელი შეუწყოს ასეთი აქტის ჩადენის დავალებას. [14R]
institutional control

Regulatory control or control by any institution that has a role in the investigation, prosecution, extradition or other proceedings of a State related to the location, seizure or recovery of nuclear or other radioactive material. [19G f/n]
ინსტიტუციური კონტროლი

რეგულაციური კონტროლი ან ნებისმიერი ისეთი ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კონტროლი, რომელიც უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს მიერ ჩატარებულ გამოძიებაში, სასამართლო წესით დევნაში, ექსტრადიციაში ან სხვა საქმეში, რომელიც უკავშირდება ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის ლოკაციას, კონფისკაციას ან ამოღებას. [19G f/n]
instrument alarm

Signal from instruments that could indicate a nuclear security event, requiring assessment. An instrument alarm may come from devices that are portable or deployed at fixed locations and operated to augment normal commerce protocols and/or in a law enforcement operation. [15R, 18G, 21G with “a detection instrument or set of such instruments”, 22G]
ინსტრუმენტული განგაში

ინსტრუმენტებიდან წამოსული სიგნალი, რომელიც მიუთითებს ბირთვული უსაფრთხოების მოვლენაზე, რომელიც მოითხოვს შეფასებას. ინსტრუმენტული განგაში შიძლება მომდინარეობდეს პორტაბელური ან ფიქსირებული მოწყობილობებიდან, რომლებსაც იყენებენ ჩვეულებრივი სამუშაო პროტოკოლის გასაშლიერებლად და /ან სამართალდაცვის ოპერაციებში. [15R, 18G, 21G with “a detection instrument or set of such instruments”, 22G]
integrity

1. The property of accuracy and completeness of information [23G] 2. The property of protecting the accuracy and completeness of assets. [17T – from ISO]
ურღვევობა

ინფორმაციის სიზუსტის და სისრულის თვისება [23G] აქტივების სიზუსტის და სისრულის დაცვის თვისება [23G]
inventory book inventory:

The algebraic sum of the previous physical inventory (as determined at a physical inventory taking) and any subsequent inventory changes (as reflected in the inventory change reports). [25G] physical inventory: The sum of all the measured or derived estimates of batch quantities of nuclear material physically present at a given time within a material balance area, obtained by a facility operator in accordance with specified procedures. [25G]
ინვენტარიზაცია საბუღალტრო ინვენტარიზაცია:

წინა ფიზიკური ინვენტარიზაციების (საწყისი ფიზიკური ინვენტარიზაციის მიხედვით) და ნებისმიერი შემდგომი ინვენტარის ცვლილებების (აღწერილი ინვენტარის ცვლილების ანგარიშებში) ალგებრული ჯამი. [25G] ფიზიკური ინვენტარიზაცია: განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ მატერიალური ბალანსის სივრცეში დროის კონკრეტულ მონაკვეთში ფიზიკურად არსებული ბირთვული მასალების ერთობლივი რაოდენობების ზუსტი ან დაახლოებითი გაზომვების ჯამი. [25G]
Irregularity

An unusual observable condition which might result from unauthorized removal of nuclear material, or which restricts the ability of the facility operator to draw the conclusion that unauthorized removal has not occurred. [25G]
დარღვევა

უჩვეულო მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დასრულდეს ბირთვული მასალის უნებართვო გატანით, ან რომელიც ზღუდავს ინფრასტრუქტურის ოპერატორის შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ არ მომხდარა უნებართვო გატანა. [25G]
limited access area
იხ. area
logic model

A statement, algebraic expression, or graphical representation that captures the combinations of item failures that lead to an undesired event or undesired system state. [16T] sabotage logic model: A logic model that documents the malicious events or combinations of malicious events that could lead to unacceptable radiological consequences. [16T] sabotage area logic model: A sabotage logic model that identifies the physical areas from which the malicious events can be performed. The sabotage area logic model can be analysed to identify the combinations of areas from which sabotage resulting in unacceptable radiological consequences can be committed and also the areas that should be protected to prevent unacceptable radiological consequences. [16T]
ლოგიკური მოდელი

მტკიცება, ალგებრული გამოხატულება ან გრაფიკული გამოსახულება, რომელიც აჩვენებს არასასურველი მოვლენის ან სისტემის არასასურველი მდგომარეობის გამომწვევი შეცდომების კომბინაციებს. [16T] საბოტაჟის ლოგიკური მოდელი: ლოგიკური მოდელი, რომელიც იწერს ბოროტი ზრახვით ჩადენილ მოვლენებს ან მათ კომბინაციებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მიუღებელი რადიოლოგიური შედეგები. [16T] საბოტაჟის სივრცის ლოგიკური მოდელი: ლოგიკურ მოდელი, რომელიც ამოიცნობს ფიზიკურ სივრცეებს, საიდანაც შესაძლებელია ბოროტი ზრახვის აქტის განხორციელება. საბოტაჟის სივრცის ლოგიკური მოდელის ანალიზით შესაძლებელია იმ სივრცეების კომბინაციების განსაზღვრა საიდანაც შეიძლება განხორციელდეს მიუღებელი რადიოლოგიური შედეგების გამომწვევი საბოტაჟი და სსევე, იმ სივრცეების განსაზღვრა, რომელთა დაცვაც აუცილებელია მიუღებელი რადიოლოგიური შედეგების თავიდან ასაცილებლად. [16T]
major public event

1. A high-profile event that a State has determined to be a potential target. [20F, 15R, 21G] 2. A high profile event that a State has determined to be a potential target to include, for example, sporting, political, and religious gatherings involving large numbers of spectators and participants. [18G] ! This refers to a different type of “event” from a nuclear security event.
მნიშვნელოვანი საჯარო მოვლენა

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მოვლენა, რომელსაც სახელმწიფო ჩათვლის პოტენციურ სამიზნედ. [20F, 15R, 21G] 2. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მოვლენა, რომელსაც სახელმწიფო ჩათვლის პოტენციურ სამიზნედ, მათ შორის, სპორტული, პოლიტიკური, ან რელიგიური შეკრება, რომელსაც ბევრი დამსწრე და მონაწილე ჰყავს. [18G] ! ეს შეეხება „მოვლენას“ რომელიც განსხვავდება ბირთვული უსაფრთხოების მოვლენისგან.
malicious act

An act or attempt of unauthorized removal of radioactive material or sabotage. [13R* , 14R, 26G*] A wrongful act or activity intentionally done or engaged in without legal justification or excuse (e.g. smuggling) or an act or activity intended to cause death or physical injury to any person, material damage to a i This definition is taken from GOV/2002/10. 3. A deliberate act to remove radioactive material from authorized control (theft) or an act directed against radioactive material (e.g. sabotage) that could endanger workers, the public and the environment by exposure to radiation or the release or dispersal of radioactive material, including the deliberate dispersion of radioactive material to cause economic and social disruption. [9G f/n] ny person (e.g. theft) or damage to property or to the environment. [11G]
ბოროტი ზრახვით ჩადენილი აქტი

1. რადიოაქტიური მასალის უნებართვო გატანის ან საბოტაჟის აქტი ან ასეთის მცდელობა. [13R* , 14R, 26G* ] 2. არაკანონიერი აქტი ან ქმედება, რომელიც ჩადენილია წინასწარი განზრახვით ან სამართლებრივი საფუძვლის ან გამართლების გარეშე (მაგალითად, უკანონო გატანა-გადაზიდვა) ან აქტი ან ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერი პირის სიკვდილს ან ფიზიკურ დაზიანებას ან მისთვის მატერიალური ზარალის (მაგალითად, ქურდობა) მიყენებას ან საკუთრების ან გარემოსთვის ზიანის მიყენებას. i ეს განსაზღვრება აღებულია GOV/2002/10-დან. 3.რადიოაქტიური მასალის სანქცირებული კონტროლის სივრციდან გატანის წინასწარგანზრახული აქტი ან აქტი, რომელიც მიმართულია რადიოაქტიური მასალის წინააღმდეგ, რომელმაც შეიძლება საფრთხის ქვეშ ჩააგდოს მოსამსახურეები, საზოგადოება და გარემო რადიაციული ზემოქმედებით ან რადიოაქტიური მასალის გამოთავისუფლებით ან გამოშვებით. მათ შორის რადიოაქტიური მასალის განზრახული გამოფრქვევით ეკონომიკური და სოციალური შეფერხების გამოწვევის მიზნით. [11G]
margin

A relative measure of expected performance versus a specified criterion or metric. It can be measured and expressed deterministically or probabilistically. One measure of margin is the relationship between capacity and loading condition. For example, for a structural element, a ratio of blast pressure demand and pressure capacity to failure (D/C) of less than one indicates that there is margin to failure. [4T] safety margin: A measure of the expected performance of the plant as a system when measured against a safety metric and when subjected to a particular threat. Intermediate results include the expected performance of SSCs when subjected to a particular threat and can be defined as the minimum ratio of capacity to demand for SSCs on the success path. [4T]
ზღვარი

კონკრეტული კრიტერიუმის ან საზომის მიმართ მოსალოდნელი მუშაობის ხარისხის შფასების ფარდობითი ზომა. ის შეიძლება გაიზომოს და გამოიხატოს დეტერმინისტულად და ალბათობით. მაგალითად, სტრუქტურული ელემენტის შემთხვევაში, თუ თანაფარდობა აფეთქების მოთხოვნილ წნევასა და შესაძლებელ წარუმატებლობას (D/C) შორის 1-ზე ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ არსებობს წარუმატებლობის ზღვარი. [4T] დაცულობის ზღვარი: საწარმოს. როგორც სისტემის, მოსალოდნელი მუშაობის ხარისხის შეფასების ზომა, როდესაც იზომება დაცულობის საზომის მიმართ და როდესაც ექვემდებარება კონკრეტულ საფრთხეს. შუალედური შედეგები მოიცავს სისტემების, სტრუქტურების და კომპონენტების (სსკ-ს) მოსალოდნელ მუშაობის ხარისხს, როდესაც ის კონკრეტულ საფრთხეს ექვემდებარება და შეიძლება განისაზღვროს როგორც შესაძლებლობის და მოთხოვნის მინიმალური თანაფარდობად სსკ-ს წარმატების გზაზე [4T]
material balance area (MBA)

An area in a nuclear facility designated such that: (a) the quantity of nuclear material in each movement into or out of each MBA can be determined; and (b) the physical inventory of nuclear material in each MBA can be determined when necessary, in accordance with specified procedures, in order that the material balance can be established.
მატერიალური ბალანსის სივრცე (MBA)

სივრცე ბირთვულ ობიექტზე, რომელიც მონიშნულია ისე, რომ: (ა) შესაძლებელია მატერიალური ბალანსის კონკრეტულ სივრცეში შემავალი და სივრციდან გამომავალი ბირთვული მასალის რაოდენობის განსაზღვრა; და (ბ).შესაძლებელია, მატერიალური ბალანსის განსაზღვრის მიზნით, მატერიალური ბალანსის კონკრეტულ სივრცეში არსებული ბირთვული მასალის ფიზიკური მარაგის განსაზღვრა დადგენილ პროცედურების შესაბამისად.
minimal cut set

A smallest set of events sufficient to cause the outcome of a logic model. For a fault tree, a minimal cut set is a smallest set of basic events that will cause the top event to occur. [16T]
მოვლენების უმცირესი სიმრავლე

მოვლენების უმცირესი სიმრავლე, რომელიც საკმარისია ლოგიკური მოდელის შედეგების მისაღებად. შეცდომის მიზეზების ხეზე მოვლენების უმცირესი სიმრავლე წარმოადგენს საწყისი მოვლენების უმცირეს სიმრავლეს რომელიც გამოიწვევს შეცდომების ხის წვერში განთავსებულ მოვლენას.[16T]
national nuclear forensics library

An administratively organized collection of information on nuclear and other radioactive material produced, used or stored within a State. [2G]
ბირთვული ექსპერტიზის ეროვნული საცავი

ადმინისტრაციულად ორგანიზებული ინფორმაციის ნაკრები სახელმწიფოს მიერ წარმოებული, გამოყენებული და შენახული ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის შესახებ. [2G]
need to hold

Rule by which individuals are permitted to have in their physical possession only the information assets that are necessary to conduct their work effectively. [23G]
მხოლოდ საჭირო ინფორმაციის აქტივების ფლობა

წესი, რომლის თანახმად დაშვებულია, რომ პირი ფლობდეს მხოლოდ იმ საინფორმაციო აქტივებს, რომლებიც ამ პირის მიერ მისი საქმიანობის ეფექტურად შესასრულებლად არის საჭირო. [23G]
need to know

1. Rule by which individuals, processes, and systems are granted access to only the information, capabilities and assets which are necessary for execution of their authorized functions. [23G] 2. A principle under which users, processes and systems are granted access to only the information, capabilities and assets which are necessary for execution of their authorized functions. [17T, 19G f/n]
მხოლოდ საჭირო ცოდნის ფლობა

წესი, რომლის თანახმად ხდება პირის, პროცესების და სისტემების დაშვება მხოლოდ იმ ინფორმაციასთან, შესაძლებლობებთან და საშუალებებთან, რომლებიც აუცილებელია მათთვის ნებადართული ფუნქციების შესასრულებლად. [23G] პრინციპი, რომლის თანახმად მომხმარებლებს, პროცესებს და სისტემებს აქვთ დაშვება მხოლოდ იმ ინფორმაციასთან, შესაძლებლობებთან და საშუალებებთან, რომლებიც აუცილებელია მათთვის ნებდართული ფუნქციების შესასრულებლად. [17T, 19G f/n]
[nuclear attribution]

[The process of identifying the source of nuclear or radioactive material used in illegal activities, to determine the point of origin and routes of transit involving such material, and ultimately to contribute to the prosecution of those responsible.] ! This term was defined in the 2006 version of [2G] but is not used in the current version.
[ბირთვული მიკუთვნება]

[უკანონო საქმიანობაში გამოყენებული ბირთვული ან რადიოაქტიური მასალის წყაროს იდენტიფიცირების პროცესი, რომლის მიზანია ამგვარი მასალის წარმოშობის ადგილის და ტრანზიტის გზების განსაზღვრა და საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი პირების მიმართ სასამართლო წესით დევნის აღძვრა] ! ტერმინის განსაზღვრება მოცემულია 2006 წლის ვერსიაში [2G] და აღარ გამოიყენება ამ ვერსიაში.
nuclear facility

A facility (including associated buildings and equipment) in which nuclear material is produced, processed, used, handled, stored or disposed of and for which an authorization or licence is required. [20F, 17T] 2. A facility (including associated buildings and equipment) in which nuclear material is produced, processed, used, handled, stored or disposed of and for which a specific licence is required. [13R, 25G, 26G] i The 2005 CPPNM Amendment defines a nuclear facility as a facility (including associated buildings and equipment) in which nuclear material is produced, processed, used, handled, stored or disposed of, if damage to or interference with such facility could lead to the release of significant amounts of radiation or radioactive material. i ICSANT defined a nuclear facility as any nuclear reactor, including reactors installed on vessels, vehicles, aircraft or space objects for use as an energy source in order to propel such vessels, vehicles, aircraft or space objects or for any other purpose; or any plant or conveyance being used for the production, storage, processing or transport of radioactive material.
ბირთვული ობიექტი

ობიექტი (ასოცირებული შენობები და აპარატურა), რომელშიც ხდება ბირთვული მასალის წარმოება, გადამუშავება, გამოყენება, მოპყრობა, შენახვა და ნარჩენების განთავსება და რომლისთვისაც აუცილებელია უფლებამოსილება ან ლიცენზია. [20F, 17T] ობიექტი (მათ შორის, ასოცირებული შენობები და აღჭურვილობა) სადაც ხდება ბირთვული მასალის წარმოება, გადამუშავება, გამოყენება, მოპყრობა, შენახვა და ნარჩენების განთავსება და რომლისთვისაც აუცილებელია სპეციალური ლიცენზიის ქონა. [13R, 25G, 26G] i 2005 წლის CPPNM-ის დამატებები განსაზღვრავს ბირთვულ ობიექტს როგორც ობიექტს (მათ შორის, ასოცირებულ შენობებს და აღჭურვილობას), სადაც ხდება ბირთვული მასალის წარმოება, გადამუშავება, გამოყენება, მოპყრობა, შენახვა და ნარჩენების განთავსება, თუ ასეთი ობიექტის დაზიანებას და მასზე ზემოქმედებას შეუძლია რადიაციის ან რადიოაქტიური მასალის დიდი რაოდენობით გამოშვება. i ICSANT განსაზღვრავს ბირთვულ ობიექტს როგორც ბირთვულ რექტორს, მათ შორის რექტორებს რომლებიც განთავსებულია ხომალდზე, სახმელეთო ან საჰაერო ან კოსმოსურ სატრანსპორტო საშუალებაზე და რომლის მიზანია ამგვარი საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ან კოსმოსური საშუალების გატყორცნა ან სხვა რამ; ან ნებისმიერი საწარმოს ან გადასაზიდ საშუალებას, რომელიც გამოიყენება რადიოაქტიური მასალის წარმოების, შენახვის, გადამუშავების ან ტრანსპორტირებისთვის.
nuclear forensic interpretation

The process of correlating sample characteristics with existing information on types of material, origins and methods of production of nuclear and other radioactive material, or with previous cases involving similar material. [2G] i This replaces the definition given in the 2006 version of [2G] (“The process of correlating the material characteristics with the production history”).
ბირთვული ექსპერტიზის ინტერპრეტირება

ნიმუშის მახასიათებლების ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის ტიპის, წარმოშობის და მისი წარმოების მეთოდების შესახებ ინფორმაციასთან, ან მსგავსი მასალის გამოყენების წარსულ შემთხვევებთან, კორელაციის პროცესი. [2G] i ეს განსაზღვრება ანაცვლებს 2006 წლის ვერსიაში[2G] მოცემულ განსაზღვრებას („მასალის მახასიათებლების კორელაცია წარმოების ისტორიასთან“).
nuclear forensic science or nuclear forensics

A discipline of forensic science involving the examination of nuclear or other radioactive material, or of other evidence that is contaminated with radionuclides, in the context of legal proceedings. [2G] i This replaces the definition given in the 2006 version of [2G] (“The analysis of intercepted illicit nuclear or radioactive material and any associated material to provide evidence for nuclear attribution”).
ბირთვული ექსპერტიზის დისციპლინა ან ბირთვული ექსპერტიზა

ექსპერტიზული დისციპლინა, რომელიც გულისხმობს ბირთვული და სხვა, რადიონუკლიდებით დაბინძურებული, რადიოაქტიური მასალის ან სხვა მტკიცებულების შემოწმებას, რაც ტარდება სასამართლო საქმის წარმოების პროცესში.[2G] i ამ განმარტებით ჩანაცვლებულია განმარტება, რომელიც მოცემულია 2006 წლის ვერსიაში[2G] („დაკავებული უკანონო ბირთვული და რადიოაქტიური მასალის ან სხვა მასთან ასოცირებული მასალის ანალიზი ბირთვული მიკუთვნებულობის განსაზღვრისთვის მტკიცებულების მოსაპოვებლად“).
nuclear material

1. Material listed in the table on the categorization of nuclear material, including the material listed in its footnotes, in Section 4 of IAEA Nuclear Security Series No. 13, Nuclear Security Recommendations on Physical Protection of Nuclear Material and Nuclear Facilities (INFCIRC/225/Revision 5). [13R, 14R, 26G] (Table is reproduced below) 2. Any material that is either special fissionable material or source material as defined in Article XX of the IAEA Statute. [20F, 15R, 21G, 23G, 24G, 25G] 3. Plutonium except that with isotopic concentration exceeding 80% in plutonium-238; uranium233; uranium enriched in the isotope 235 or 233; uranium containing the mixture of isotopes as occurring in nature other than in the form of ore or ore-residue; any material containing one or more of the foregoing. [9G f/n, 12T f/n] i This definition is used in the CPPNM and ICSANT. i For practical purposes, the three definitions of “nuclear material” all refer to broadly the same range of material.
ბირთვული მასალა

ბირთვული მასალის კატეგორიზავიის ცხრილში ჩამოთვლილი მასალა, მათ შორის, მასალა, რომელიც მოცმულია მის სქოლიოში, აესს-ის ბირთვული უსაფრთხოების ციკლის N 13-ის ნაწილში 4 „ბირთვული მასალის და ბირთვული ინფრასტრუქტურის ფიზიკური დაცვის შესახებ ბირთვული უსაფრთხოების რეკომენდაციები“ (INFCIRC/225/ვარიანტი 5). [13R, 14R, 26G] (ცხრილი წარმოდგენილი ქვემოთ) ნებისმიერი მასალა, რომელიც არის ან ხლეჩადი მასალა ან წყარო მასალა, როგორც ეს განსაზღვრულია აესს-ის წესდების მუხლში XX. [20F, 15R, 21G, 23G, 24G, 25G] პლუტონიუმი, გარდა პლუტონიუმისა, რომელსაც პლუტონიუმ 238-ში აქვს 80 %-ზე მეტი იზოტოპური კონცენტრაცია, ურანი 233; 235 ან 233 იზოტოპით გამდიდრებული ურანი; ურანი, რომელიც შეიცავს იზოტოპების ნარევს, როგორც ეს ბუნებაში ხდება, გარდა საბადოს ან საბადოს ნარჩენების; ნებისმიერი მასალა, რომელიც შეიცავს ნებისმიერ ზემოთ ხსენებულს. [9G f/n, 12T f/n] i ამ განმარტებას იყენებს CPPNM და ICSANT i პრაქტიკული მიზნებისთვის, „ბირთვული მასალის“ სამივე განმარტება ზოგადად შეეხება ერთი და იგივე რიგის მასალებს.
nuclear security

1. The prevention of, detection of, and response to, criminal or intentional unauthorized acts involving or directed at nuclear material, other radioactive material, associated facilities, or associated activities. [14R, 15R f/n] 2. The prevention and detection of and response to, theft, sabotage, unauthorized access, illegal transfer or other malicious acts involving nuclear material, other radioactive substances or their associated facilities. [9G f/n, 11G, 12T f/n] It should be noted that ‘nuclear security’ includes ‘physical protection’, as that term is understood from consideration of the Physical Protection Objectives and Fundamental Principles, the CPPNM and the Amendment to the CPPNM. [7G f/n] i The first part of this definition is taken from GOV/2005/50.
ბირთვული უსაფრთხოება

1. ბირთვული მასალის, სხვა რადიოაქტიური მასალის, ასოცირებული ინფრასტრუქტურის ან ასოცირებული საქმიანობის მიმართ კრიმინალური ან განზრახ ჩადენილი უნებართვო აქტის პრევენცია, დეტექცია და რეაგირება. [14R, 15R f/n] 2. ბირთვული მასალის, სხვა რადიოაქტიური ნივთიერებების ან სხვა მათთან ასოცირებულ ობიექტებთან დაკავშირებული ქურდობის, საბოტაჟის, უკანონო გადაცემის ან სხვა ბოროტი ზრახვით ჩადენილი აქტის პრევენცია და დეტექცია ან მასზე რეაგირება. [9G f/n, 11G, 12T f/n] უნდა აღინიშნოს, რომ „ბირთვული უსაფრთხოება“ მოიცავს „ფიზიკურ დაცვას“ , როგორც ეს ტერმინი არის გაგებული „ფიზიკური დაცვის ამოცანების და ფუნდამენტური პრინციპებში“, CPPNM-ში და CPPNM-ის დამატებაში. [7G f/n] i ამ განმარტების პირველი ნაწილი აღებულია GOV/2005/50-დან.
nuclear security culture

1. The assembly of characteristics, attitudes and behaviours of individuals, organizations and institutions which serves as a means to support, enhance and sustain nuclear security. [20F, 13R, 14R, 15R, 26G and 4T; 7G without “sustain”] 2. The characteristics and attitudes in organizations and of individuals which establish that security issues receive the attention warranted by their significance. [11G] i The IAEA Safety Glossary defines safety culture as “The assembly of characteristics and attitudes in organizations and individuals which establishes that, as an overriding priority, protection and safety issues receive the attention warranted by their significance.” nuclear security detection architecture The integrated set of nuclear security systems and measures as defined in the IAEA Nuclear Security Recommendations on Nuclear and Other Radioactive Material out of Regulatory Control [15R] and is based on an appropriate legal and regulatory framework needed to implement the national strategy for the detection nuclear and other radioactive material out of regulatory control. [19G f/n]
ბირთვული უსაფრთხოების კულტურა

1. ადამიანების, ორგანიზაციების და ინსტიტუტების მახასიათებლების, დამოკიდებულებების და ქცევის ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ბირთვული უსაფრთხოების მხარდაჭერის, გაძლიერების და შენარჩუნების საშუალებას. [20F, 13R, 14R, 15R, 26G and 4T; 7G „შენარჩუნების “გარეშე] 2. ორგანიზაციების და ინდივიდების მახასიათებლები და განწყობები (დამოკიდებულებები), რომლებიც ადგენენ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებს მათი მნიშვნელობის შესაბამისი ყურადღება ექცევა. [11G] i აესს-ის „გლოსარიუმი დაცულობის შესახებ“ განსაზღვრავს „დაცულობის კულტურას“ როგორც „ორგანიზაციების და ინდივიდების მახასიათებლების და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომელიც ადგენს, რომ დაცვის და დაცულობის საკითხებს ენიჭებათ მათი მნიშვნელობის შესაბამისი ყურადღება, როგორც უპირატეს პრიორიტეტს.“
nuclear security detection architecture
ბირთვული უსაფრთხოების დეტექციის არქიტექტურა

აესს-ის ბირთვული მარეგულირებელ კონტროლს არდაქვემდებარებულ ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალასთან დაკავშირებულ ბირთვული უსაფრთხოების რეკომენდაციებში განსაზღვრული ბირთვული უსაფრთხოების სისტემების და ზომების ერთობლიობა [15R], რომელიც ეფუძნება შესაბამის საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც საჭიროა რეგულაციას არდაქვემდებარებული ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის დეტექციის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად. [19G f/n]
nuclear security event

1. An event that has potential or actual implications for nuclear security that must be addressed. [20F, 15R, 18G, 19G f/n, 21G, 22G, 24G, 26G] 2. An event that is assessed as having implications for nuclear security. [13R* , 14R, 19G* f/n] i [19G] refers to this definition (with “physical protection” in place of “nuclear security”) as particular to the context of physical protection.
ბირთვული უსაფრთხოების შემთხვევა

1. შემთხვევა, რომელსაც აქვს ბირთვული უსაფრთხოებისთვის პოტენციური ან რეალური იმპლიკაციები, რომლებიც მოითხოვს რეაგირებას. [20F, 15R, 18G, 19G f/n, 21G, 22G, 24G, 26G] 2. შემთხვევა, რომელიც შეფასებულია როგორც ბირთვული უსაფრთხოების იმპლიკაციების შემცველი. [13R* , 14R, 19G* f/n] i [19G] ეხება განსაზღვრებას (სადაც „ბირთვული უსაფრთხოების“ ნაცვლად არის „ფიზიკური დაცვა“) კონკრეტულად ფიზიკური დაცვის კონტექსტში.
nuclear security measures

1. Measures intended to prevent a threat from completing a malicious act or to detect or respond to nuclear security events. [14R] 2. Measures intended to prevent a nuclear security threat from completing criminal or intentional unauthorized acts involving or directed at nuclear material, other radioactive material, associated facilities, or associated activities or to detect or respond to nuclear security events. [20F, 15R, 21G in singular form, 24G] 3. Measures intended to prevent a nuclear security threat from completing criminal or intentional unauthorized acts involving or directed at nuclear and other radioactive material, associated facilities, or associated activities or to detect or respond to nuclear security events. [18G]
ბირთვული უსაფრთხოების ზომები

1. ზომები, რომლებიც მიმართულია ბოროტი ზრახვით ჩასადენი აქტის საფრთხის პრევენციაზე ან ბირთვული უსაფრთხოების შემთხვევის დეტექციაზე ან მასზე რეაგირებაზე. [14R] 2. ზომები, რომელთა მიზანია ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის, მათთან ასოცირებული ობიექტების ან ასოცირებული აქტივობების გამოყენებით კრიმინალური ან წინასწარგანზრახული უნებართვო აქტიდან მომდინარე ბირთვული უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხის პრევენცია ან ბირთვული უსაფრთხოების შემთხვევის დეტექცია ან მასზე რეაგირება. [20F, 15R, 21G მხოლობითში, 24G] 3. ზომები, რომელთა მიზანია ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის, მათთან ასოცირებული ობიექტების ან ასოცირებული აქტივობების გამოყენებით ანდ მათზე მიმართული კრიმინალური ან წინასწარგანზრახული უნებართვო აქტიდან მომდინარე ბირთვული უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხის პრევენცია ან ბირთვული უსაფრთხოების შემთხვევის დეტექცია ან მასზე რეაგირება. [18G]
nuclear security regime

A regime comprising: • The legislative and regulatory framework and administrative systems and measures governing the nuclear security of nuclear material, other radioactive material, associated facilities, and associated activities, • The institutions and organizations within the State responsible for ensuring the implementation of the legislative and regulatory framework and administrative systems of nuclear security; • Nuclear security systems and nuclear security measures for the prevention of, detection of, and response to, nuclear security events. [20F, 14R, 15R] The nuclear security regime comprises: • The legislative and regulatory framework and administrative systems and measures governing the nuclear security of nuclear and other radioactive material, associated facilities and associated activities; • The institutions and organizations within the State responsible for ensuring the implementation of the legislative and regulatory framework and administrative systems of nuclear security; • Nuclear security systems and nuclear security measures at the facility level, transport level and activity level for detection of, and response to, nuclear security events. [18G]
ბირთვული უსაფრთხოების რეჟიმი

1.რეჟიმი, რომელიც მოიცავს: • საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოს და ადმინისტრაციულ სისტემებს და ზომებს, რომლებიც მართავენ ბირთვული მასალის, სხვა რადიოაქტიური მასალის, ასოცირებული ობიექტების და ასოცირებული აქტივობების ბირთვულ უსაფრთხოებას; • სახელმწიფოში მოქმედი ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ბირთვული უსაფრთხოების საკანონმდებლო მარეგულირებელი ჩარჩოს და ადმინისტრაციული სისტემების აღსრულების უზრუნველყოფაზე; • ბირთვული უსაფრთხოების სისტემები და ბირთვული უსაფრთხოების ზომები, რომელთა მიზანია ბირთვული უსაფრთხოების შემთხვევების პრევენცია, დეტექცია და მათზე რეაგირება. [20F, 14R, 15R] 2.ბირთვული უსაფრთხოების რეჟიმი მოიცავს: • საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოს და ადმინისტრაციულ სისტემებს და ზომებს, რომლებიც მართავენ ბირთვული მასალის, სხვა რადიოაქტიური მასალის, ასოცირებული ობიექტების და ასოცირებული აქტივობების ბირთვულ უსაფრთხოებას; • სახელმწიფოში მოქმედი ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ბირთვული უსაფრთხოების საკანონმდებლო მარეგულირებელი ჩარჩოს და ადმინისტრაციული სისტემების აღსრულების უზრუნველყოფაზე; • ბირთვული უსაფრთხოების სისტემები და ბირთვული უსაფრთხოების ზომები ბირთვული საწარმოს, ტრანსპორტის და საქმიანობის დონეებზე, რომელთა მიზანია ბირთვული უსაფრთხოების შემთხვევების პრევენცია, დეტექცია და მათზე რეაგირება. [18G]
nuclear security system

An integrated set of nuclear security measures. [20F, 14R, 15R, 18G, 21G, 24G]
ბირთვული უსაფრთხოების სისტემა

ბირთვული უსაფრთხოების ზომების ერთობლიობა. [20F, 14R, 15R, 18G, 21G, 24G]
nuclear security threat
იხ. threat
operational control area
იხ. area
operator

1. Any person, organization, or government entity licensed or authorized to undertake the operation of an associated facility or to perform an associated activity. [20F, 26G] 2. Any person, organization, or government entity licensed or authorized to undertake the operation of a nuclear facility. [13R, 25G] i Also used in [14R], with “associated facility” in place of “nuclear facility”. 3. Any person, organization, or government entity licensed or authorized to undertake the operation of a nuclear facility, an associated facility or an associated activity such as transport of nuclear or other radioactive material. The term therefore includes shippers/consignors and carriers. [19G f/n] 4. An entity (person or organization) authorized to operate a nuclear or radiological facility or authorized to use, store or transport nuclear material and/or radioactive material. Such an entity would normally hold a licence or other document of authorization from a competent authority or be contractors of a holder of such an authorization. [8G, 9G f/n] 5. Any organization or person applying for authorization or authorized and/or responsible for nuclear, radiation, radioactive waste or transport safety when undertaking activities or in relation to — 20 — v 1.3 November 2015 any nuclear facilities or sources of ionizing radiation. This includes, inter alia, private individuals, governmental bodies, consignors or carriers, licensees, hospitals, self-employed persons, etc. [10G, 11G] i This is the definition from the IAEA Safety Glossary.
ოპერატორი

1. ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია, ან სახელმწიფო უწყება, რომელსაც აქვს ლიცენზია და უფლებამოსილება, შეასრულოს ოპერაცია ასოცირებულ ობიექტზე ან განახორციელოს ასოცირებული საქმიანობა. [20F, 26G] 2. ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია, ან სახელმწიფო უწყება, რომელსაც აქვს ლიცენზია და უფლებამოსილება, შეასრულოს ოპერაცია ბირთვულ ობიექტზე. [13R, 25G] i ასევე გამოიყენება [14R]-ში, სადაც ტერმინის „ბირთვული ობიექტი“ ნაცვლად გამოყენებულია „ასოცირებული ობიექტი”. 3. ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია, ან სახელმწიფო უწყება, რომელისაც აქვს ლიცენზია და უფლებამოსილება, შეასრულოს ოპერაცია ბირთვულ ან მასთან ასოცირებულ ობიექტზე, ან განახორციელოს ასოცირებული საქმიანობა, როგორიცაა, ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირება, ტერმინი ამის გამო მოიცავს ტვირთის გამგზავნებს და გადამზიდავებს. [19G f/n] 4. პირი (ფიზიკური ან იურიდიული) რომელსაც აქვს უფლებამოსილება, მართოს ბირთვული ან რადიოლოგიური ობიექტი ან უფლებამოსილება, გამოიყენოს, შეინახოს ან გადაიტანოს ბირთვულ მასალა და /ან რადიოაქტიური მასალა. ასეთი პირი, როგორც წესი, უნდა ფლობდეს ლიცენზიას ან უფლებამოსილების დამადასტურებელ სხვა რაიმე დოკუმენტს, რომელიც გაცემულია კომპეტენტური ორგანოს მიერ ან უნდა იყოს ამგვარი უფლებამოსილების მქონე პირის კონტრაქტორი. [8G, 9G f/n] 5. ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი, რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი უფლებამოსილების მიღებაზე, ან უფლებამოსილი და/ან პასუხისმგებელია ბირთვული, რადიაციული, რადიოაქტიური ნარჩენების ან ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე, როდესაც ახორციელებს საქმიანობას ან ბირთვულ ინფრასტრუქტურასთან ან მაიონიზებელი რადიაციის წყაროებთან დაკავშირებით. ეს მოიცავს, სხვათა შორის, კერძო პირებს, სახელმწიფო ორგანოებს, ტვირთის გამგზავნებს ან გადამზიდავებს, ლიცენზიის მფლობელებს, კლინიკებს, თვითდასაქმებულებს და სხვა. [10G, 11G] i ეს განსაზღვრება აღებულია აესს-ის დაცულობის გლოსარიუმიდან (IAEA Safety Glossary).
other radioactive material

Any radioactive material that is not nuclear material. [20F, 14R, 23G, 24G]
სხვა რადიოაქტიური მასალები

ნებისმიერი რადიოაქტიური მასალა, რომელიც არ არის ბირთვული მასალა. [20F, 14R, 23G, 24G]
out of regulatory control
იხ. regulatory control.
outsider

An adversary other than an insider. [8G]
გარეშე პირი

დამრღვევი, რომელიც არ არის შიდა დამრღვევი.[8G]
performance testing

Testing of the physical protection measures and the physical protection system to determine whether or not they are implemented as designed; adequate for the proposed natural, industrial and threat environments; and in compliance with established performance requirements. [13R, 26G]
მუშაობის ხარისხის ტესტირება

ფიზიკური დაცვის ზომების და ფიზიკური დაცვის სისტემის ტესტირება, რათა განისაზღვროს, არის თუ არა ისინი დიზაინის შესაბამისად მოწყობილი; შესაფერისი მათთვის განსაზღვრული ბუნებრივი, საწარმოო და საფრთხის გარემოსთვის; და შეესაბამება თუ არა მუშაობის ხარისხის დადგენილ მოთხოვნებს. [13R, 26G]
physical barrier

A fence, wall or similar impediment which provides access delay and complements access control. [13R]
ფიზიკური ბარიერი

მესერი, კედელი ან მსგავსი შემაფერხებელი საშუალება, რომელიც აყოვნებს შეღწევას და წარმოადგენს დამატებითი ზომაა შეღწევის კონტროლისთვის. [13R]
physical inventory
იხ. inventory
physical protection

The nuclear security of nuclear material and nuclear facilities. v A footnote in Ref. [13R] effectively defines physical protection in this way. Hence, when the context is clearly nuclear material and nuclear facilities, physical protection and nuclear security may be considered synonymous. Measures (including structural, technical and administrative protective measures) taken to prevent an adversary from achieving an undesirable consequence (such as radiological sabotage, or the unauthorized removal of nuclear or other radioactive material in use, storage or transport) and to mitigate or minimize the consequences if the adversary initiates such a malicious act. [16T]
ფიზიკური დაცვა

ბირთვული მასალის და ბირთვული ობიექტების ბირთვული უსაფრთხოება v ამგვარად განსაზღვრავს ფიზიკურ დაცვას. [13R]-ში მოცემული სქოლიო. ამდენად, როდესაც კონტექსტი აშკარად ბირთვული მასალის ან ბირთვული ინფრასტრუქტურის არის, ფიზიკური დაცვა და ბირთვული უსაფრთხოება შეიძლება სინონიმებად ჩაითვალოს. 2. ზომები (მათ შორის სტრუქტურული, ტექნიკური და ადმინისტრაციული დაცვის ზომები), რომლებიც მიიღება დამრღვევის მიერ არასასურველი შედეგის (როგორიცაა, რადიოლოგიური საბოტაჟი, ან ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის - მისი გამოყენების, შენახვის ან ტრანსპორტირების პროცესში - უნებართვო გატანა) პრევენციისთვის და ასეთი შედეგების შესამსუბუქებლად და შესამცირებლად, თუკი დამრღვევი შეძლებს ბოროტი განზრახვის შესრულებას. [16T]
physical protection measures

The personnel, procedures, and equipment that constitute a physical protection system. [13R, 26G]
ფიზიკური დაცვის ზომები

ფიზიკური დაცვის სისტემის შემადგენელი პერსონალი, პროცედურები და აღჭურვილობა. [13R, 26G]
physical protection regime

A State’s regime including: • the legislative and regulatory framework governing the physical protection of nuclear material and nuclear facilities; • the institutions and organizations within the State responsible for ensuring implementation of the legislative and regulatory framework; • facility and transport physical protection systems. [13R, 26G]
ფიზიკური დაცვის რეჟიმი

სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეჟიმი, რომელიც გულისხმობს: • საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს, რომელიც არეგულირებს ბირთვული მასალის და ბირთვული ინფრასტრუქტურის ფიზიკურ დაცვას; • სახელმწიფოში მოქმედ ინსტიტუტებს და ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს შესრულებაზე; • ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის ფიზიკური დაცვის სისტემებს. [13R, 26G]
physical protection system

An integrated set of physical protection measures intended to prevent the completion of a malicious act. [13R, 26G]
ფიზიკური დაცვის სისტემა

ფიზიკური დაცვის ზომების ერთობლიობა, რომლის მიზანია ბოროტი ზრახვის აქტის შესრულების პრევენცია. [13R, 26G]
point of [exit or ]entry

1. An officially designated point of exit or entry is a place on the land border between two States, seaport, international airport or other point where travellers, means of transport, and/or goods are inspected. Often, customs and immigration facilities are provided at these points of exit and entry. An undesignated point of exit or entry is any air, land and water crossing point that is not officially designated for travellers and/or goods by the State, such as green borders, sea shores and local airports. [15R, 18G] 2. An officially designated place on the land border between two States, seaport, international airport or other point where travellers, means of transport and/or goods are inspected. Often, customs and immigration facilities are provided at these POEs. An undesignated POE is any air, land or water crossing point that is not officially designated for travellers and/or goods by the State, such as green borders, sea-shores and local airports. [21G] v See also border crossing point.
შესვლის [ან გასვლის] ადგილი

1. ოფიციალურად მონიშნული გასვლის ან შესვლის ადგილი არის ორ სახელმწიფოს შორის სახმელეთო საზღვარზე მონიშნული ადგილი, საზღვაო პორტი, საერთაშორისო აეროპორტი, ან სხვა წერტილი, სადაც მგზავრები, სატრანსპორტო საშუალებები, და/ან საქონელი გადიან შემოწმებას. ხშირად გასვლის და შემოსვლის ადგილებში არსებობს საბაჟო და საემიგრაციო ინფრასტრუქტურა. არამონიშნული გასვლის ან შემოსვლის ადგილი არის ნებისმიერი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადასაკვეთი წერტილი, რომელიც არ არის ოფიციალურად განსაზღვრული სახელმწიფოს მიერ მგზავრების და/ან საქონლისთვის, მაგ. მწვანე საზღვარი, ზღვის სანაპირო და ადგილობრივი აეროპორტები. [15R, 18G] 2. ოფიციალურად მონიშნული გასვლის ან შესვლის ადგილი არის ორ სახელმწიფოს შორის სახმელეთო საზღვარზე მონიშნული ადგილი, საზღვაო პორტი, საერთაშორისო აეროპორტი, ან სხვა წერტილი, სადაც მგზავრები, სატრანსპორტო საშუალებები, და/ან საქონელი გადიან შემოწმებას. გასვლის და შემოსვლის ადგილებში ხშირად არსებობს საბაჟო და საემიგრაციო ინფრასტრუქტურა. არამონიშნული გასვლის ან შემოსვლის ადგილი არის ნებისმიერი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადასაკვეთი წერტილი, რომელიც არ არის ოფიციალურად გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ მგზავრების და/ან საქონლისთვის, მაგ. მწვანე საზღვარი, საზღვაო სანაპირო და ადგილობრივი აეროპორტები. [21G] v იხ. აგრეთვე border crossing point
prevention set

A smallest set of events that will prevent the outcome of a logic model. For a fault tree, a prevention set is a smallest set of basic events that should be prevented in order to prevent the top event. [16T]
პრევენციული ნაკრები (ერთობლიობა)

მოვლენების უმცირესი ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ლოგიკური მოდელის შედეგის პრევენციას. მიზეზების ხის შემთხვევაში, პრევენციული ერთობლიობა არის საბაზისო მოვლენების უმცირესი ნაკრები, რომელთა პრევენციაც აუცილებელია იმისათვის რომ მოხდეს მიზეზების ხის წვერზე აღნიშნული საბოლოო შედეგის თავიდან აცილება. [16T]
probabilistic safety assessment

A comprehensive, structured approach to identifying failure scenarios, constituting a conceptual and mathematical tool for deriving numerical estimates of risk. [16T] i This definition is from the IAEA Safety Glossary.
უსაფრთხოების ალბათობითი შეფასება

სრულფასოვანი, სტრუქტურირებული მიდგომა წარუმატებლობის სცენარების იდენტიფიცირებისთვის, რომელიც წარმოადგენს კონცეპტუალურ და მათემატიკურ ინსტრუმენტს რისკის ციფრული შეფასების მისაღებად. [16T] i განსაზღვრება მოცემულია აესს-ის დაცულობის გლოსარიუმში
protected area
იხ. Area
radiation exposure device
იხ. device
radiation search

The set of activities to detect, and identify suspicious nuclear or other radioactive material out of regulatory control and to determine its location. [15R, 18G, 21G]
რადიაციის ძიება

ქმედებების ერთობლიობა რადიაციული კონტროლის გარეშე მყოფი საეჭვო ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის დეტექციის და იდენტიფიცირებისთვის. [15R, 18G, 21G]
radiation survey

Activities to map the radiation background of natural and human made radioactive material in an area or to facilitate later search activities. [15R, 18G, 21G] ! The term “radiological survey” is defined in the IAEA Safety Glossary as “An evaluation of the radiological conditions and potential hazards associated with the production, use, transfer, release, disposal or presence of radioactive material or other sources of radiation.”
რადიაციული კვლევა

ქმედებები, რომელთა მიზანია კონკრეტულ სივრცეში არსებული ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი რადიოაქტიური მასალების რუკის შედგენა და შემდგომი მოძიების საქმიანობის ხელის შეწყობა. ! ტერმინი „რადიაციული კვლევა“ განსაზღვრულია აესს-ის დაცულობის გლოსარიუმში როგორც „რადიოლოგიური პირობების და პოტენციური რისკების შეფასება, რომლებიც დაკავშირებულია რადიოაქტიური მასალის და რადიაციის სხვა წყაროების წარმოებასთან, გამოყენებასთან, გადატანასთან, გამოთავისუფლებასთან, ნარჩენების განთავსებასთან და არსებობასთან.“
radioactive material

1. Any material designated in national law, regulation, or by a regulatory body as being subject to regulatory control because of its radioactivity. [9G f/n, 14R, 15R, 21G, 23G] In the absence of such a designation by a State, any material for which protection is required by the current version of the International Basic Safety Standards. [20F, 24G] 2. Nuclear material and other radioactive substances which contain nuclides which undergo spontaneous disintegration (a process accompanied by emission of one or more types of ionising radiation, such as alpha-, beta-, neutron particles and gamma rays) and which may, owing to their radiological and fissile properties, cause death, serious bodily injury, or substantial damage to property or to the environment. [12T f/n] i This definition is used in the ICSANT. 3.Nuclear material, as defined in the CPPNM; radioactive sources, as defined in the Code of Conduct for the Safety and Security of Radioactive Sources and other radioactive substances containing nuclides which undergo spontaneous disintegration (a process accompanied by the emission of one or more types of ionizing radiation, such as alpha and beta particles, neutrons and gamma rays). [7G f/n]
რადიოაქტიური მასალა

1. ნებისმიერი მასალა, რომელიც ეროვნული კანონმდებლობით, რეგულაციით ან მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით ექვემდებარება მარეგულირებელ კონტროლს მისი რადიოაქტიურობის გამო. [9G f/n, 14R, 15R, 21G, 23G]. თუ ეს არაა განსაზღვრული სახელმწიფოს მიერ, ნებისმიერი მასალა რომლის დაცვაც მოთხოვნილია საერთაშორისო დაცულობის საბაზისო სტანდარტების (International Basic Safety Standards) მოქმედი ვერსიით. [20F, 24G] 2. ბირთვული მასალა ან სხვა რადიოაქტიური მასალები, რომლებიც შეიცავენ ნუკლიდებს, რომლებიც განიცდიან სპონტანურ დაშლას (პროცესი, რომელსაც თან ახლავს ერთი ან მეტი ტიპის მაიონიზებელი რადიაცია, როგორიცაა ალფა, ბეტა, ნეიტრონების ნაწილაკები და გამა სხივები) და რომლებმაც თავიანთი რადიოლოგიური და ხლეჩვის თვისებების გამო შეიძლება გამოიწვიონ სიკვდილი, სხეულის დაზიანება, ან საკუთრების ან გარემოს ზიანი. [12T f/n] i განსაზღვრება მოცემულია ICSANT-ში.
radioactive source

1. Radioactive material that is permanently sealed in a capsule or closely bonded, in a solid form and which is not exempt from regulatory control. [9G f/n] It also means any radioactive material released if the radioactive source is leaking or broken, but does not mean material encapsulated for disposal, or nuclear material within the nuclear fuel cycles of research and power reactors. [11G, 12T f/n, 14R] i The full definition is from the Code of Conduct. 2.A means of containment of radioactive material such that the radioactive material remains protected in a leaktight capsule but the radiation is allowed to be emitted for its intended purpose. Also known as a sealed source or source. Radioactive sources are manufactured in accordance with international law for integrity. [5T]
რადიოაქტიური წყარო

1. რადიოაქტიური მასალა მყარი ფორმით, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კაფსულაში ან დამაგრებულია მჭიდროდ და რომელიც ექვემდებარება მარეგულირებელ კონტროლს. [9G f/n] ის აგრეთვე აღნიშნავს ნებისმიერ რადიოაქტიურ მასალას, რომელიც გამოშვებულია მჟონავი ან გატეხილი რადიოაქტიური წყაროდან, მაგრამ არ აღნიშნავს მასალას, რომელიც კაფსულირებულია გასატანად (გადასაყრელად), კვლევით და ენერგიის რეაქტორების ბირთვული საწვავის ციკლის პროცესში მყოფ ბირთვულ მასალას. i სრული განსაზღვრება გადმოტანილია ქცევის კოდექსიდან (Code of Conduct) 2.რადიოაქტიური მასალის შენახვის (შეკავების) ისეთი საშუალება, როდესაც რადიოაქტიური მასალა რჩება მჭიდრო კაფსულაში, თუმცა დაშვებულია რადიაციის გამოშვება დაგეგმილი მიზნით. ასევე ცნობილია როგორც დალუქული წყარო ან წყარო. რადიოაქტიური წყაროები დამზადებულია კეთილსინდისიერების შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.[5T]
radioactive substance

! Stated or implied in some Nuclear Security Series publications (e.g. Refs [13R] and [14R]) to be synonymous with radioactive material, in order to confirm consistency with the 2005 CPPNM Amendment. In contexts related to the CPPNM Amendment, the terms are synonymous, but in general they may have different meanings – see the entry in the IAEA Safety Glossary.
რადიოაქტიური ნივთიერება

! გამოყენებული ან ნაგულისხმევია ბირთვული უსაფრთხოების ციკლის ზოგიერთ პუბლიკაციაში (მაგ. Refs [13R] და [14R]) როგორც რადიოაქტიური მასალის სინონიმი 2005 წლის CPPNM-ის დამატებასთან შესაბამისობის მიზნით. CPPNM-ის დამატებასთან დაკვაშირებულ კონტექსტებში ეს ტერმინები სინონიმებია, მაგრამ ზოგადად მთ შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეთ – იხ. აესს-ის დაცულობის გლოსარიუმი.
radiochronometry

The use of measurements of radioactive decay products in a sample of material to determine the time elapsed since the last separation of progeny from the parent material (and thus, the ‘age’ of the material in the measured sample). [2G]
რადიოაქრონომეტრია

რადიოაქტიური დაშლის პროდუქტების გაზომვები მასალის ნიმუშში იმ დროის გამოსათვლელად, რომელიც გადის საწყისი მასალის ბოლო დაშლიდან (და ამდენად, მოცემულ ნიმუშში მასალის „ასაკის“ განსასაზღვრავად)
radiological assessor

A person who, at a radiological crime scene, assists by performing radiation surveys, performing dose assessments, assisting with the control of radionuclide contamination, ensuring the radiation protection of crime scene personnel and formulating recommendations on protective actions. [22G]
რადიოლოგიური შემფასებელი

პირი, რომელიც რადიოლოგიური დაბინძურების ადგილზე აწარმოებს რადიოლოგიურ კვლევას, აწარმოებს დოზის შეფასებას, მონაწილეობს რადიონუკლიდური დაბინძურების კონტროლში და უზრუნველყოფს დაბინძურებული ადგილის პერსონალის დაცვას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს დამცავი ზომების შესახებ. [22G]
radiological crime scene
იხ. crime scene
radiological dispersal device
იხ. device
regulatory authority

i May be used, with definition 1 of regulatory body, to avoid confusion in nuclear security contexts in which the term regulatory body might be assumed by readers to imply only the regulatory body for safety. (See, for example, [19G])
მარეგულირებელი ორგანო

შეიძლება გამოყენებული იყოს მარეგულირებელი ორგანოს 1 განსაზღვრებით, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა ბირთვული უსაფრთხოების კონტექსტებში, რომლებშიც მკითხველმა შეიძლება მარეგულირებელი ორგანო აღიქვან დაცულობის მარეგულირებელ ორგანოდ (იხ. მაგ. , [19G])
regulatory body

1. One or more authorities designated by the government of a State as having legal authority for conducting the regulatory process, including issuing authorizations. [20F] 2. An organization designated by a national government as having legal authority for regulating nuclear, radiation, radioactive waste and transport safety. [5T]
მარეგულირებელი ორგანო

1. ერთი ან მეტი ორგანო, რომელსაც სახელმწიფოს მთავრობის მიერ მინიჭებული აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება მარეგულირებელი პროცესების ჩასატარებლად, მათ შორის ნებართვების გასაცემად. [20F] 2. ორგანიზაცია, რომელსაც ეროვნული მთავრობის მიერ მინიჭებული აქვს ბირთვული, რადიაციული, რადიოაქტიური ნარჩენების და ტრანსპორტის დაცულობის რეგულირების სამართლებრივი უფლებამოსილება. [5T]
regulatory control

1. Any form of institutional control applied to nuclear material or other radioactive material, associated facilities, or associated activities by any competent authority as required by the legislative and regulatory provisions related to safety, security, or safeguards. Explanation: The phrase ‘out of regulatory control’ is used to describe a situation where nuclear or other radioactive material is present in sufficient quantity that it should be under regulatory control, but control is absent, either because controls have failed for some , or they never existed. [20F, 15R, 21G, 22G, 24G] 2. Any form of institutional control applied to nuclear material or other radioactive material, associated facilities, or associated activities by any competent authority as required by the legislative and regulatory provisions related to safety, security, or safeguards. Explanation: The phrase ‘out of regulatory control’ is used to describe a situation where nuclear or other radioactive material is present without an appropriate authorization, either because controls have failed for some reason, or they never existed. [14R, 19G f/n] ! out of regulatory control refers to the absence of the direct control over material by an authorized person that is or would be mandated by regulatory control for such material. Material might therefore be designated as out of regulatory control even when some aspects of regulatory control are in place. response All of the activities by a State that involve assessing and responding to a nuclear security event. [15R, 18G, 19G, 21G] ! In safety, “response” normally refers to response to a nuclear or radiological emergency, i.e. to the consequences for the safety of people and the environment of an accident or a nuclear security event. In security, “response” normally refers to response to a nuclear security event itself, including identifying, pursuing and interdicting the cause of the event.
მარეგულირებელი კონტროლი

1, ინსტიტუციური კონტროლის ნებისმიერი ფორმა, რომელიც გამოიყენება ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის, ასოცირებული ობიექტის ან ასოცირებული საქმიანობის მიმართ ნებისმიერი კომპეტენტური ორგანოს მიერ სამართლებრივი და მარეგულირებელი დებულებების შესაბამისად, რომლებიც შეეხება დაცულობას, უსაფრთხოებას და გარანტიებს. განმარტება: ტერმინი „მარეგულირებელი კონტროლის გარეშე“ გამოიყენება ისეთი სიტუაციის აღსაწერად, რომელშიც ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალა არსებობს იმ რაოდენობით, რომ მასზე უნდა დაწესდეს მარეგულირებელ კონტროლი, მაგრამ კონტროლი არ არსებობს, რადგან კონტროლი წარუმატებელია რაიმე მიზეზის გამო ან ის საერთოდ არ არსებობდა. [20F, 15R, 21G, 22G, 24G] 2.ინსტიტუციური კონტროლის ნებისმიერი ფორმა, რომელიც გამოიყენება ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის, ასოცირებული ობიექტის ან ასოცირებული საქმიანობის მიმართ ნებისმიერი კომპეტენტური ორგანოს მიერ, როგორც ამას მოითხოვს სამართლებრივი და მარეგულირებელი დებულებები, რომლებიც შეეხება დაცულობას, უსაფრთხოებას და გარანტიებს. განმარტება: ფრაზა მარეგულირებელი კონტროლის გარეშე“ გამოიყენება ისეთი სიტუაციის აღსაწერად, რომელშიც ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალა არსებობს სათანადო ნებართვის გარეშე, რადგან კონტროლი წარუმატებელია რაიმე მიზეზის გამო ან ის საერთოდ არ არსებობდა. [15R, 18G, 19G, 21G] ! დაცულობის კონტექსტში, „რეაგირება“, როგორც წესი, შეეხება რეაგირებას გადაუდებელ ბირთვულ ან რადიოლოგიურ შემთხვევაზე, ანუ ბირთვული შემთხვევის ან ბირთვული უსაფრთხოების მოვლენის შედეგებზე, რომლებიც შეეხება ადმიანების და გარემოს დაცულობას . უსაფრთხოების კონტექსტში, „რეაგირება“ შეეხება რეაგირებას თვითონ ბირთვული უსაფრთხოების მოვლენაზე, რაც გულისხმობს, სხვათა შორის, მოვლენის მიზეზების იდენტიფიცირებას, გამოკვლევას და შეჩერებას.
response forces

Persons, on-site or off-site, who are armed and appropriately equipped and trained to counter an attempted unauthorized removal or an act of sabotage. [13R, 26G]
რეაგირების ძალები

ადგილობრივი და გარეშე პირები, რომლებიც აღჭურვილი და მომზადებული არიან, შეეწინააღმდეგონ უნებართვო გატანას ან საბოტაჟის აქტს. [13R, 26G]
response measure

A measure intended to assess an alarm/alert and to respond to a nuclear security event. [15R, 18G, 21G, 22G]
რეაგირების ზომა

ზომა, რომლითაც ხდება განგაშის/გაფრთხილების შეფასება და ბირთვული უსაფრთხოების მოვლენაზე რეაგირება. [15R, 18G, 21G, 22G]
response system

An integrated set of response measures including capabilities and resources necessary for assessing the alarms/alerts and response to a nuclear security event. [15R, 21G, 22G]
რეაგირების სისტემა

რეაგირების ზომების ერთობლიობა, მათ შორის, განგაშის/გაფრთხილების შეფასების და ბირთვული უსაფრთხოების მოვლენაზე რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობები და რესურსები, [15R, 21G, 22G]
risk

1. The potential for an unwanted outcome resulting from a nuclear security event as determined by its likelihood and the associated consequences. [24G]~ 2. The potential that a given threat will exploit the vulnerabilities of an asset, or group of assets, and thereby cause harm to the organization. It is measured in terms of a combination of the likelihood of an event and the severity of its consequences. [17T]
რისკი

1.ბირთვული უსაფრთხოების მოვლენის არასასურველი შედეგის პოტენციური შესაძლებლობა, რაც განისაზღვრება მისი ალბათობით და დაკავშირებული შედეგებით. [24G] 2.პოტენციური შესაძლებლობა იმისა, რომ მოცემული საფრთხე გამოიყენებს აქტივის, ან აქტივების ჯგუფის, სისუსტეებს და, ამდენად, ზიანს მიაყენებს ორგანიზაციას. მისი გაზომვა ხდება შემთხვევის ალბათობის და მისი მოსალოდნელი შედეგების სიმწვავის ერთობლივად შეფასებით. [17T]
risk assessment

1. The overall process of systematically identifying, estimating, analysing and evaluating risk for the purpose of informing priorities, developing or comparing courses of action, and informing decision making. [24G] 2. Overall process of systematically identifying, estimating, analysing and evaluating risk. [17T]
რისკის შეფასება

1. რისკის სისტემატური იდენტიფიცირების, წინასწარი შეფასების, გაანალიზების და შეფასების ერთიანი პროცესი, რომლის მიზანია პრიორიტეტების შეტყობინება, ქმედებების თანამიმდევრობის შემუშავება და შედარება და გადაწყვეტილებების მიღებისთვის მომზადება. [24G] 2. რისკის სისტემატური იდენტიფიცირების, წინასწარი შეფასების, გაანალიზების და შეფასების ერთიანი პროცესი. [17T]
sabotage

1. Any deliberate act directed against a nuclear facility or nuclear material in use, storage or transport which could directly or indirectly endanger the health and safety of personnel, the public or the environment by exposure to radiation or release of radioactive substances. [13R, 26G, 16T] ! This definition of sabotage is of a technical nature and does not aim to provide a definition for the purpose of criminal law, such as those provided for in the relevant international instruments or national law of States. [13R] i The definition in [13R] is the same as that in the 2005 CPPNM Amendment. 2. Any deliberate act directed against an associated facility or an associated activity that could directly or indirectly endanger the health and safety of personnel, the public, or the environment by exposure to radiation or release of radioactive substances. [14R] 3. Any deliberate act directed against a nuclear or radiological facility or nuclear or radioactive material in use, storage or transport that could directly or indirectly endanger the health and safety of personnel, the public and the environment by exposure to radiation or release of radioactive substances. [10G, attributed to CPPNM] 4. Deliberate damage; sabotage in this context means deliberate damage to a radioactive source in use, storage or transport or to an associated facility. A deliberate act directed against a radioactive source in use, storage or transport could directly or indirectly endanger the health and safety of personnel, the public or the environment by exposure to radiation or release of radioactive material. [11G, “adapted from” INFCIRC/225 Rev 4] 5. Deliberate damage; sabotage in this context means deliberate damage to nuclear material or radioactive material in use, storage or transport or to an associated facility. A deliberate act directed against a nuclear facility or radioactive material in use, storage or transport could directly or indirectly endanger the health and safety of personnel, the public or the environment by exposure to radiation or release of radioactive material. [9G f/n, “adapted from” INFCIRC/225 Rev 4] • [14R] states in a footnote that radioactive substances and radioactive material have the same meaning.
საბოტაჟი

1, ნებისმიერი წინასწარგანზრახული აქტი, რომელიც ჩადენილია ბირთვული ობიექტის მიმართ ან ბირთვული მასალის მიმართ მისი გამოყენების, შენახვის და ტრანსპორტირებების პროცესში, რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირი საფრთხე შეუქმნას პერსონალის, საზოგადოების ან გარემოს ჯანმრთელობას და დაცულობას რადიაციის გამოსხივებით ან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოშვებით. [13R, 26G, 16T] ! საბოტაჟის ეს განსაზღვრება ტექნიკური ხასიათისაა და არ წარმოადგენს განსაზღვრებას სისხლის სამართლის კანონმდებლობის კონტექსტებში, როგორც ეს გათვალისწინებულია შესაბამის საერთაშორისო ინსტრუმენტებში ან სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობებში. [13R] i განსაზღვრება [13R]-ში იგივე რაც მოცემულია CPPNM-ის 2005 წლის დამატებაში. 2. ნებისმიერი წინასწარგანზრახული აქტი, რომელიც ჩადენილია ასოცირებული ობიექტის ან ასოცირებული საქმიანობის მიმართ, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი საფრთხე შეუქმნას პერსონალის, საზოგადოების ან გარემოს ჯანმრთელობას და დაცულობას რადიაციის გამოსხივებით ან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოშვებით. [14R] 3. ნებისმიერი წინასწარგანზრახული აქტი, რომელიც მიმართულია ბირთვული ან რადიოლოგიური ობიექტის მიმართ ან ბირთვული ან რადიოაქტიური მასალის მიმართ მისი გამოყენების, შენახვის და ტრანსპორტირებების პროცესში, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი საფრთხე შეუქმნას პერსონალის, საზოგადოების ან გარემოს ჯანმრთელობას და დაცულობას რადიაციის გამოსხივებით ან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოშვებით. [10G, CPPNM] 4. წინასწარგანზრახული ზიანი; საბოტაჟი ამ კონტექსტში ნიშნავს გამოყენების, შენახვის ან ტრანსპორტირების პროცესში მყოფი რადიოაქტიური წყაროს ან ასოცირებული ობიექტის წინასწარგანზრახულ დაზიანებას. ნებისმიერი წინასწარგანზრახული აქტი, რომელიც მიმართულია რადიოაქტიური წყაროს მიმართ მისი გამოყენების, შენახვის და ტრანსპორტირებების პროცესში, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი საფრთხე შეუქმნას პერსონალის, საზოგადოების ან გარემოს ჯანმრთელობას და დაცულობას რადიაციის გამოსხივებით ან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოშვებით. [11G, “ადაპტირებული” INFCIRC/225 Rev 4-დან] 5. წინასწარგანზრახული ზიანი; საბოტაჟი ამ კონტექსტში ნიშნავს გამოყენების, შენახვის ან ტრანსპორტირების პროცესში მყოფი ბირთვული ან რადიოაქტიური მასალის ან ასოცირებული ობიექტის წინასწარგანზრახულ დაზიანებას. ნებისმიერი წინასწარგანზრახული აქტი, რომელიც მიმართულია ბირთვული ობიექტის ან რადიოაქტიური მასალის მიმართ მისი გამოყენების, შენახვის და ტრანსპორტირებების პროცესში, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი საფრთხე შეუქმნას პერსონალის, საზოგადოების ან გარემოს ჯანმრთელობას და დაცულობას რადიაციის გამოსხივებით ან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოშვებით. [9G f/n, “ადაპტირებული” INFCIRC/225 Rev 4-დან] 5. • [14R] სქოლიოში აზუსტებს, რომ რადიოაქტიურ ნივთიერებას და რადიოაქტიური მასალას ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ.
sabotage area logic model
იხ. logic model.
sabotage logic model
იხ. logic model.
safety alarm

Acoustic, visual or vibration signal produced when the radiation level exceeds the safety alarm threshold value. [1T]
დაცულობის განგაში

აკუსტიკური, ვიზუალური ან ვიბრაციული სიგნალი, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც რადიაციის დონე აღემატება დაცულობის განგაშის ზღვრის მნიშვნელობას. [1T]
safety alarm threshold value

Absolute ambient dose equivalent rate (or absolute count rate) equivalent to the maximum permissible values (100 μSv h-1 ). Exceeding of the safety alarm threshold requires immediate radiation safety measures. [1T]
დაცულობის განგაშის ზღვრული მნიშვნელობა

აბსოლუტური გარემოს დოზის შესაბამისი ნორმა (ან აბსოლუტური თვლადი ნორმა), რომელიც შეესაბამება დასაშვებ მნიშვნელობებს (100 μSv h-1 ). ზღვრული მნიშვნელობის აღმატების შემთხვევაში აუცილებელია რადიაციული დაცულობის გადაუდებელი ზომების მიღება. [1T]
safety margin
იხ. margin.
scenario

A postulated or assumed set of conditions and/or events. Most commonly used in analysis or assessment to represent possible future conditions and/or events to be modelled, such as possible accidents at a nuclear facility. A scenario may represent the conditions at a single point in time or a single event, or a time history of conditions and/or events (including processes). Safety analysts use accident scenarios to describe and model plant response to potential accidents. An accident scenario, which usually has an initiating event superimposed on a proposed plant configuration, can be used to model system response, including various operator actions as appropriate. [4T] threat scenario: A scenario whose initiating event is an act of sabotage. [4T]
სცენარი

აღიარებული ან მიღებული პირობების და/ან მოვლენების ერთობლიობა. ყველაზე ხშირად გამოყენებულია ანალიზში და შეფასებაში მოდელირებისთვის საჭირო შესაძლო მომავალი პირობების და/ან მოვლენების წარმოსადგენად, როგორიცაა შესაძლო ავარია ბირთვულ ობიექტზე. სცენარში შეიძლება წარმოდგენილი იყოს პირობები ერთ მოცემულ დროში ან ერთი ცალკე მოვლენა, ან პირობების ან მოვლენების ქრონოლოგიური თანამიმდევრობა (მათ შორის პროცესების). დაცულობის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსები იყენებენ შემთხვევების სცენარებს პოტენციურ ავარიებზე საწარმოს რეაგირების აღსაწერად და მოდელირებისათვის. ავარიის სცენარი, რომელშიც, როგორც წესი, მაპროვოცირებელ მოვლენას იყენებენ კონკრეტული საწარმოს კონფიგურაციის მიმართ, შეიძლება გამოყენებული იყოს სისტემის რეაგირების მოდელირებისთვის, მათგა შორის ოპერატორების სხვადასხვა ქმედების მოდელირებისთვის. [4T] საფრთხის სცენარი: სცენარი, რომლის საწყისია საბოტაჟის აქტი [4T]
screening

A type of analysis aimed at eliminating from further consideration factors that are less significant for protection or safety, in order to concentrate on the more significant factors. This is typically achieved by consideration of very pessimistic hypothetical scenarios. Screening is done in various disciplines using a variety of tools: (a) In threat assessment, screening is used to eliminate certain possible terrorist acts because of, for example, the existence of other State protective strategies, the perceived low capability level of the adversaries, strong protective forces and/or the low probability of the event. (b) Site and plant screening may exclude certain threat scenarios because of, for example, site location or the inherent robustness of the design. [4T]
სკრინინგი

ანალიზის ტიპი, რომლის მიზანია შემდგომი მოსაზრებებიდან იმ ფაქტორების ამორიცხვა, რომლებიც ნაკლებად მნიშვნელოვანია დაცვის და დაცულობისთვის, რათა მოხდეს ფოკუსირება უფრო მნიშვნელოვან ფაქტორებზე. ეს, როგორც წესი, მიიღწევა ძალზე პესიმისტური სცენარების გათვალისწინებით. სკრინინგი სხვადასხვა დისციპლინებში სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით ტარდება: (ა) საფრთხის შეფასებისას სკრინინგი გამოიყენება გარკვეული შესაძლო ტერორისტული აქტის აღსაკვეთად, რადგან, მაგალითად, არსებობს სახელმწიფოს სხვა დაცვის სტრატეგიები, დამრღვევებს სავარაუდოდ დაბალი შესაძლებლობები აქვთ, არსებობს ძლიერი დამცავი მესრები და/ან მოვლენის დაბალი ალბათობაა. (ბ) ადგილის და საწარმოს სკრინინგი შეიძლება არ შეიცავდეს გარკვეულ საფრთხის სცენარებს, მაგალითად, ობიექტის ლოკაციის ან დიზაინის სხვა მახასიათებლის სიძლიერის გამო.
security plan

A document — prepared by the operator and possibly required to be reviewed by the regulatory body — that presents a detailed description of the security arrangements in place at a facility. [11G]
უსაფრთხოების გეგმა

დოკუმენტი, რომელსაც ამზადებს ოპერატორი და რომელსაც სავარაუდოდ განიხილავს მარეგულირებელი ორგანო და რომელიც წარმოადგენს ობიექტზე მოქმედი უსაფრთხოების ღონისძიებების დეტალურ აღწერას. [11G]
self-assessment

Referred to simply as ‘assessment’ in this report, self-assessment is the evaluation process performed by the operating organizations, with the assistance of external agencies and consultants as needed, to identify and correct safety and security problems that hinder the achievement of the organization’s safety and security objectives. The end result of self-assessment activities may be risk reduction strategies that include changes and upgrades to the nuclear facility. This is considered to be the first step of a more formal review (e.g. regulatory review) by an external organization. [4T]
თვითშეფასება

ასევე მოიხსენება როგორც „შეფასება“ ამ ანგარიშში. თვითშეფასება არის შეფასების პროცესი, რომელსაც ატარებენ ოპერატორი ორგანიზაციები, საჭიროების შემთხვევაში გარე სააგენტოების და კონსულტანტების დახმარებით, დაცულობის და უსაფრთხოების იმ პრობლემების გამოსასწორებლად, რომლებიც ორგანიზაციის დაცულობის და უსაფრთხოების ამოცანების მიღწევას უშლიან ხელს. თვითშეფასების აქტივობების საბოლოო შემდეგი შეიძლება იყოს რისკის შემცირების სტრატეგიები, რომლებიც გულისხმობს ბირთვული ობიექტის ცვლილებებს და განახლებას. ეს ითვლება პირველ ნაბიჯად უფრო ფორმალური განხილვისკენ (მაგ. მარეგულირებლის მხრიდან შემოწმება), რომელსაც გარე ორგანიზაცია ატარებს. [4T]
sensitive information

Information, in whatever form, including software, the unauthorized disclosure, modification, alteration, destruction, or denial of use of which could compromise nuclear security. [20F, 15R, 18G, 21G, 23G]
სენსიტიური ინფორმაცია

ინფორმაცია, წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, კომპიუტერული პროგრამები, რომლის უნებართვო გამჟღავნებას, მოდიფიკაციას, შეცვლას, დაზიანებას ან რომლის გამოყენების უარყოფასაც შეუძლია გამოიწვიოს ბირთვული უსაფრთხოების რღვევა. [20F, 15R, 18G, 21G, 23G]
sensitive information assets

Any equipment or components that are used to store, process, control or transmit sensitive information. For example, sensitive information assets include control systems, networks, information systems and any other electronic or physical media. [20F, 23G]
სენსიტიური ინფორმაციის აქტივები

ნებისმიერი აღჭურვილობა ან მისი შემადგენელი ნაწილები, რომლებიც გამოიყენება სენსიტიური ინფორმაციის შენახვის, გადამუშავების, კონტროლის ან გადაცემისთვის. მაგ., საკონტროლო სისტემები, ქსელები, საინფორმაციო სისტემები და სხვა ელექტრონული ან ფიზიკური საშუალებები. [20F, 23G]
shipment

The specific movement of a consignment (nuclear material) from origin to destination. [26G]
ტვირთის ტრანსპორტირება (გაგზავნა)

(ბირთვული მასალის) ტვირთის კონკრეტული მოძრაობა წარმოშობის ადგილიდან მის დანიშნულების ადგილამდე, [26G]
shipper

1. Any person, organization or government that prepares or offers a consignment of nuclear material for transport (i.e. the consignor). [13R, 26G] 2. Any person, organization or government that prepares or offers a consignment of radioactive material for transport (i.e. the consignor). [14R] i The term shipper is used in security in relation to the transport of nuclear material, whereas consignor is used in safety and security in the context of radioactive material.
ტვირთვის გამგზავნი

1.ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია ან მთავრობა, რომელიც ტრანსპორტირებისთვის ამზადებს და სთავაზობს ბირთვულ მასალას (ანუ the consignor). [13R, 26G] 2. ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია ან მთავრობა, რომელიც ტრანსპორტირებისთვის ამზადებს და სთავაზობს რადიოაქტიურ მასალას (ანუ the consignor). [14R] i ეს ტერმინი გამოიყენება უსაფრთხოების კონტექსტში ბირთვული მასალის ტრანსპორტირების მიმართ, ხოლო ტერმინი consignor გამოიყენება რადიოაქტიური მასალის შეთხვევაში დაცულობის და უსაფრთხოების კონტექსტში.
sigma multiplier

The net signal count rate above background divided by the square root of the background count rate. [1T f/n]
სიგმა მამრავლი

სიგნალის აღრიცხვის სუფთა ნორმა ფონის მიმართ გაყოფილი ფონური აღრიცხვის ნორმის კვადრატულ ფუძეზე. [1T f/n]
signature

A characteristic or a set of characteristics of a given sample that enables that sample to be compared with reference materials. [2G]
ხელწერა

მოცემული ნიმუშის მახასიათებელი ან მახასიათებელთა ერთობლიობა, რომელიც ნიმუშის სარეფერენციო მასალებთან შედარების საშუალება იძლევა. [2G]
social engineering

A non-technical form of information gathering or attack that relies on human interaction to manipulate people into inadvertently breaking security procedures, for example disclosing information or performing other actions with a security impact. [17T]
სოციალური ინჟინერია

ინფორმაციის შეგროვების ან შეტევის არატექნიკური ფორმა, რომელიც ეყრდნობა ადამიანის ჩარევას იმ მიზნით, რომ მოახდინოს ადამიანების მანიპულირება, რათა მათ შემთხვევით დაარღვიონ უსაფრთხოების პროცედურები, მაგალითად, გაამჟღავნონ ინფორმაცია ან განახორციელონ სხვა ქმედება, რომელსაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შედეგი ექნება.
source material

Uranium containing the mixture of isotopes occurring in nature; uranium depleted in the isotope 235; thorium; any of the foregoing in the form of metal, alloy, chemical compound, or concentrate; any other material containing one or more of the foregoing in such concentration as the Board of Governors shall from time to time determine; and such other material as the Board of Governors shall from time to time determine; but not including ore or ore residue. [20F] i Taken from the IAEA Statute, as amended by INFCIRC/153. source term The amount and isotopic composition of radioactive material released (or postulated to be released) following sabotage. [26G]
წყარო მასალა

ურანი, რომელიც შეიცავს ბუნებაში არსებული იზოტოპების ნარევს. ურანი, რომელიც გახლეჩილია იზოტოპ 235-ში; თორი; ნებისმიერი ზემოთხსენებული, რომელიც წარმოდგენილია მეტალის, შენადნობის, ქიმიური ნაერთის, ან კონცენტრატის სახით; ნებისმიერი სხვა მასალა, რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ ზემოთხსენებულს იმ კონცენტრაციით, რომელზეც პერიოდულ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორთა საბჭო; და სხვა მასალა, რომელზე გადაწყვეტილებასაც იღებს დირექტორთა საბჭო დროდადრო; მაგრამ არ გულისხმობს საბადოს ან საბადოს ნარჩენებს. i აღებულია აესს-ის წესდებიდან, შესწორებული INFCIRC/153-ით.
source term

The amount and isotopic composition of radioactive material released (or postulated to be released) following sabotage. [26G]
წყაროს მონაცემები

საბოტაჟის შედეგად გამოშვებული (ან სავარაუდოდ გამოშვებული) რადიოაქტიური მასალის რაოდენობა და იზოტოპური შემადგენლობა
special fissionable material

Plutonium-239; uranium- 233; uranium enriched in the isotopes 235 or 233; any material containing one or more of the foregoing; and such other fissionable material as the Board of Governors shall from time to time determine; but not including source material. [20F] i Taken from the IAEA Statute.
სპეციალური ხლეჩადი მასალა

პლუტონიუმი-239; ურანი-233; ურანი გამდიდრებული იზოტოპებით 235 და 233; ნებისმიერი მასალა, რომელიც შეიცავს რომელიმე ზემოთხსენებულს; და სხვა ხლეჩადი მასალა, რომელზეც გადაწყვტილებას იღებს დირექტორთა საბჭო პერიოდულად. მაგრამ არა წყარო მასალა. [20F] i აღებულია აესს-ის წესდებიდან
stand-off attack

An attack, executed at a distance from the target nuclear facility or transport, which does not require adversary hands-on access to the target, or require the adversary to overcome the physical protection system. [13R]
დისტანციური შეტევა

შეტევა, რომელიც სამიზნე ბირთვულ ობიექტზე ხორციელდება დისტანციურად და არ მოითხოვს სამიზნე ობიექტზე პირდაპირ ხელმისაწვდომობას ან ფიზიკური დაცვის სისტემის დაძლევას. [13R]
standard gamma ray background

Ambient dose equivalent rate (dH*(10)/dt) of 0.1 μSv h-1 ±50% as measured by a legal dose rate meter with a wide energy range of 30 keV–3 MeV. [1T, with typos corrected]
სტანდარტული გამა გამოსხივების ფონი

გარემოს დოზის შესაბამისი ნორმა (dH*(10)/dt) of 0.1 μSv h-1 ±50%, გაზომილი პერსონალის მიერ გამოსაყენებელი დოზიმეტრით, რომელსაც 30 კევ–3 მევ ენერგიის გაზომვის შესაძლებლობა აქვს. [1T, with typos corrected]
standard neutron background

Value of the neutron flux outside and at sea level. This is approximately 0.015 n cm-2 s -1 (±30%). [1T]
სტანდარტული ნეიტრონების ფონი

ნეიტრონების ნაკადის მნიშვნელობა გარემოში და ზღვის დონეზე. ეს დაახლოებით არის 0.015 n cm-2 s -1 (±30%). [1T]
standard neutron source configuration

A 252Cf source emitting a specified number of neutrons per second surrounded by 1 cm of lead. [1T]
ნეიტრონების წყაროს სტანდარტული კონფიგურაცია

252Cf წყარო, რომელიც ერთ წამში გამოყოფს კონკრეტული რაოდენობის ნეიტრონებს, რომლებიც გარშემორტყმულია 1 სმ ტყვიით. [1T]
storage

The holding of radioactive sources in a facility that provides for their containment with the intention of retrieval. [11G]
შენახვა

ობიექტზე რადიოაქტიური მასალის შენახვა, რაც უზრუნველყოფს მის შეკავებას შემდგომი ამოღების მიზნით. [11G]
strategic location

1. A location of high security interest in the State which is a potential target for terrorist attacks using nuclear material or other radioactive material, or a location at which nuclear material or other radioactive material that is out of regulatory control is located. [20F, 21G, 24G with “nuclear or other radioactive material out of regulatory control”] 2. A location of high security interest in the State which is a potential target for terrorist attacks using nuclear and other radioactive material or a location for detection of nuclear and other radioactive material that is out of regulatory control. [15R, 18G]
სტრატეგიული ლოკაცია

1. სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების მაღალი მნიშვნელობის მქონე ლოკაცია, რომელიც ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის გამოყენებით ტერორისტული შეტევის პოტენციური სამიზნეა, ან ლოკაცია, სადაც მოთავსებულია ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალა, რომელიც მარეგულირელ კონტროლის გარეშეა. [20F, 21G, 24G “მარეგულირებელ კონტროლს მიღმა არსებული ბირთვული და რადიოაქტიური მასალა”] 2. სახელმწიფოსთვის მაღალი უსაფრთხოების მნიშვნელობის ლოკაცია, რომელიც ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის გამოყენებით ტერორისტული შეტევის პოტენციური სამიზნეა, ან ლოკაცია ისეთი ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის დეტექციისთვის, რომელიც მარეგულირელ კონტროლს მიღმაა. [15R, 18G]
success criteria

The minimum system performance that will allow for performance of a system safety function under the specific conditions created by an initiating event. [16T]
წარმატების კრიტერიუმები

სისტემის ფუნქციონირების მინიმალური ხარისხი, რომელიც განაპირობებს სისტემის დაცულობის ფუნქციის შესრულებას კონკრეტული პირობებში, რომლებიც წარმოქმნილია საწყისი (მაპროვოცირებელი) მოვლენით. [16T]
success path

A minimal set of components for a subset of plant systems — including safety systems, support systems, containment structures and operator actions — whose operability and survivability are sufficient to ensure the safe shutdown of a nuclear power plant, removal of residual heat, containment as required and the necessary continued control actions for the threat scenario under consideration. [4T]
წარმატების გზა

საწარმოს სისტემების - მათ შორის, დაცულობის სისტემების დახმარების სისტემების, შეკავების მექანიზმების და ოპერატორების ქმედებების - კომპონენტების მინიმალური ერთობლიობა, რომელთა ოპერაბელურობა და გამძლეობა საკმარისია ბირთვული ენერგიის საწარმოს უსაფრთხო გაჩერებისთვის, ნარჩენი სიცხის ლიკვიდაციისთვის, სათანადო შეკავებისთვის და საჭირო საფრთხის სცენარის შემდგომი კონტროლის ქმედებებისთვის. [4T]
support system

A system required for the proper functioning of one or more front line system(s). [16T]
დამხმარე სისტემა

სისტემა, რომლის სათანადო ფუნქციონირება განაპირობებს ერთი ან მეტი წინა ხაზის სათანადო სისტემის ფუნქციონირებას. [16T]
surveillance

The collection of information through devices or direct observation to detect unauthorized movements of nuclear material, tampering with containment of nuclear material or falsification of information related to location and quantities of nuclear material. [25G]
ზედამხედველობა

ინფორმაციის შეგროვება ხელსაწყოების და პირდაპირი დაკვირვების საშუალებით ბირთვული მასალის უნებართვო მოძრაობის, ბირთვული მასალის შეკავებაში ჩარევის ან ბირთვული მასალის ან რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაყალბებების შემთხვევების დეტექციის მიზნით. [25G]
system for nuclear material accounting and control

An integrated set of measures designed to provide information on, control of and assurance of the presence of nuclear material, including those systems necessary to establish and track nuclear material inventories, control access to and detect loss or diversion of nuclear material, and ensure the integrity of those systems and measures. [13R (with “accountancy”), 25G]
ბირთვული მასალის აღრიცხვის და კონტროლის სისტემა

ზომების ერთობლიობა, რომელთა მიზანია ბირთვული მასალის არსებობის შესახებ ინფორმაციის, მისი კონტროლის და გარანტიების უზრუნველყოფა, მათ შორის, სისტემები, რომლებსაც იყენებენ ბირთვული მასალის მარაგების დასადგენად და თვალყურის სადევნებლად, ბირთვული მასალის წვდომაზე კონტროლისთვის და მისი დაკარგვის ან სხვა მიმართულებით გადახვევის დეტექციისთვის, და ამ სისტემების და ზომების ურღვევობის უზრუნველყოფა. [13R (“accountancy”), 25G]
target

Nuclear material, other radioactive material, associated facilities, associated activities, or other locations or objects of potential exploitation by a nuclear security threat, including major public events, strategic locations, sensitive information, and sensitive information assets. [20F, 15R, 21G, 12T]
სამიზნე

ბირთვული მასალა, სხვა რადიოაქტიური მასალა, ასოცირებული ობიექტები, ასოცირებული საქმიანობა, ან სხვა ლოკაციები და საგნები, რომლებიც შეიძლება იყოს ბირთვული უსაფრთხოების საფრთხის საგანი, მათ შორის მნიშვნელოვანი საჯარო მოვლენები, სტრატეგიული ლოკაციები, სენსიტიური ინფორმაცია და სენსიტიური ინფორმაციის აქტივები. [20F, 15R, 21G, 12T]
threat

1. A person or group of persons with motivation, intention and capability to commit a malicious act. [13R, 26G, 4T, 16T] 2. A likely cause of harm to people, damage to property or harm to the environment by an individual or individuals with the motivation, intention and capability to commit a malicious act. [8G] 3. An entity with motivation, intention and capability to commit a malicious act. [10G] 4. A characterization of an adversary capable of causing undesirable consequences, including the objectives, motivation and capabilities, e.g. number of potential attackers, equipment, training and attack plan. [9G f/n] 5. Potential cause of an unwanted incident, which may result in harm to a system or organization. [17T – from ISO] Note: In other IAEA Nuclear Security Series publications, ‘threat’ is typically defined as ‘a person or group of persons with motivation, intention and capability to commit a malicious act’. However, this publication [17T] uses the term in the computer security context, where a threat is not necessarily a person or persons. nuclear security threat: A person or group of persons with motivation, intention and capability to commit criminal or intentional unauthorized acts involving or directed at nuclear material, other radioactive material, associated facilities or associated activities or other acts determined by the State to have an adverse impაct on nuclear security. [20F, 24G]
საფრთხე

1. პირი ან პირთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ მოტივაცია, განზრახვა და შესაძლებლობა, ჩაიდინონ ბოროტი ზრახვით აქტი. [13R, 26G, 4T, 16T] 2. სავარაუდო მიზეზი, რის გამოც მოხდა ადამიანებისთვის ზიანის მიყენება, საკუთრების ან გარემოს დაზიანება პირის ან პირების მიერ, რომლებსაც აქვთ მოტივაცია, განზრახვა და შესაძლებლობა, ჩაიდინონ ბოროტი ზრახვით აქტი. [8G] 3. სუბიექტი, რომელსაც აქვს მოტივაცია, განზრახვა და შესაძლებლობა, ჩაიდინოს ბოროტი ზრახვით აქტი. [10G] 4. დამრღვევის მახასიათებლები, რომელსაც შეუძლია გამოიწვოს არასასურველი შედეგები, მათ შორის ამოცანები, მოტივაცია და შესაძლებლობები, მაგ. მთელი რიგი პოტენციური თავდამსხმელები, აპარატურა, ტრენინგი და შეტევის გეგმა. [9G f/n] 5. არასასურველი ინციდენტის პოტენციური მიზეზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისტემის ან ორგანიზაციის დაზიანება. [17T – from ISO] შენიშვნა: სხვა აესს-ის ბირთვული უსაფრთხოების ციკლის პუბლიკაციებში, „საფრთხე“ როგორც წესი განისაზღვრება შემდეგნაირად: „პირი ან პირების ჯგუფი რომლებსაც აქვთ მოტივაცია, განზრახვა და შესაძლებლობა, ჩაიდინონ ბოროტი ზრახვით აქტი“. თუმცა, ეს პუბლიკაცია [17T] იყენებს ამ ტერმინს კომპიუტერული უსაფრთხოების კონტექსტში, რომელშიც საფრთხე არ ნიშნავს მაინცდამაინც პირს ან პირებს. ბირთვული უსაფრთხოების საფრთხე: პირი ან პირთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ მოტივაცია, განზრახვა და შესაძლებლობა, ჩაიდინონ კრიმინალური ან წინასწარგანზრახული უნებართვო აქტი, რომელიც მოიცავს ან შეეხება ბირთვულ მასალას, სხვა რადიოაქტიურ მასალას, ასოცირებულ ობიექტებს ან ასოცირებულ საქმიანობას ან სხვა აქტებს, რომლებსაც სახელმწიფო განსაზღვრავს როგორც ბირთვული უსაფრთხოებაზე უარყოფითი ზეგავლენის მომხდენს.
threat assessment

1. An evaluation of the threats — based on available intelligence, law enforcement, and open source information — that describes the motivation, intentions, and capabilities of these threats. [13R, 14R, 24G (with nuclear security threats), 26G] 2. An evaluation of the existing threats, usually including intelligence assessments, which describe the motivation, intentions, and capabilities of these threats to commit malicious acts. [10G] 3. An analysis that documents the credible motivations, intentions and capabilities of potential adversaries that could cause undesirable consequences with regard to radioactive material in use or storage and its associated facilities. [9G f/n, 11G] 4. The process of analysing systematically the hazards associated with facilities, activities or sources within or beyond the borders of a State in order to identify: (a) Those events and the associated areas for which protective actions may be required within the State; (b) The actions that would be effective in mitigating the consequences of such events. The term threat assessment does not imply that any threat, in the sense of an intention and capability to cause harm, has been made in relation to such facilities, activities or sources. [4T]
საფრთხის შეფასება

1. საფრთხის შეფასება, რომელიც ეფუძნება დაზვერვის, სამართალდამცავ და ღია წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას და რომელიც აღწერს ამ საფრთხეების მოტივაციას, განზრახვებს და შესაძლებლობებს, [13R, 14R, 24G (nuclear security threats), 26G] 2. არსებული საფრთხეების შეფასება, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს დაზვერვის შეფასებებს, რომლებიც აღწერს ამ საფრთხეების მოტივაციას, განზრახვებს და შესაძლებლობებს. [10G] 3. ანალიზი, რომელიც ასაბუთებს პოტენციური დამრღვევების სარწმუნო მოტივაციას, განზრახვებს და შესაძლებლობებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გამოყენების ან შენახვის პროცესში მყოფი რადიოაქტიური მასალის ან მასთან დაკავშირებული ასოცირებული ობიექტისთვის არასასურველი შედეგები. [9G f/n, 11G] 4. სახელმწიფოს შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ არსებულ ობიექტებთან, საქმიანობასთან ან წყაროებთან დაკავშირებული რისკების სისტემატური ანალიზის პროცესი, რათა მოხდეს იდენტიფიცირება: (ა) იმ მოვლენების და ასოცირებული სივრცეების, რომლებისთვისაც შეიძლება საჭირო გახდეს დამცავი ზომების მიღება სახელმწიფოს შიგნით; (ბ) ქმედებების, რომლებიც ეფექტური იქნება ამგვარი მოვლენების შედეგების შესამსუბუქებლად. ტერმინი არ გულისხმობს, რომ ზიანის მიყენების განზრახვის ან შესაძლებლობის საფრთხე უკვე რეალურად ემუქრება ამ ობიექტებს, საქმიანობას ან წყაროებს. [4T]
threat beyond the DBT

A threat identified in the assessment that, while not included in the DBT, remains credible. Threats beyond the DBT need to be taken into account to ensure the physical protection of nuclear facilities. [4T]
საფრთხე, რომელიც არ მომდინარეობს დამრღვევისგან

საფრთხე, რომელიც არ მომდინარეობს დამრღვევისგან, მაგრამ იდენტიფიცირებულია შეფასებაში და არის სარწმუნო. ბირთვული ინფრასტრუქტურის ფიზიკური დაცვის უზრუნველსაყოფად საჭიროა ამგვარი საფრთხეების მხედველობაში მიღება. [4T]
threat scenario
იხ scenario
threat statement

A document that summarizes the threat assessment and has been modified to account for policy considerations. The DBT is an example of a threat statement. [10G]
საფრთხის შესახებ განაცხადი

დოკუმენტი, რომელშიც შეჯამებულია საფრთხის შეფასება და რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკის მოსაზრებებს. დამრღვევისგან მომდინარე საფრთხის შეფასება საფრთხის შესახებ განცხადის მაგალითია. [10G]
threat type 1 (TT-1)

A threat posed to the nuclear facility by insiders or by adversaries intending to intrude into the facility to commit their act (with or without insider assistance). In general, the PPS of the facility is designed to counter this type of threat. The DBT considers many threats of this type. [4T]
პირველი ტიპის საფრთხე (TT-1)

საფრთხე, რომელსაც ბირთვულ ინფრასტრუქტურას უქმნის შიდა დამრღვევი ან დამრღვევი, რომელსაც განზრახული აქვს ობიექტზე შეჭრა თავისი ქმედების განსახორციელებლად (შიდა დამრღვევის დახმარებით ან მის გარეშე). ზოგადად, ბირთვული ობიექტის ფიზიკური დაცვის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ შეუძლია შეეწინააღმდეგოს ამ ტიპის საფრთხეს. დამრღვევისგან მომდინარე საფრთხის შეფასება ითვალისწინებს ამ ტიპის ბევრ საფრთხეს. [4T]
threat type 2 (TT-2)

A threat posed to the nuclear facility initiated outside the plant boundary that does not require the presence of the adversaries onsite. Examples of this type of threat include standoff attacks such as shoulder launched missiles and malicious aircraft impacts. It is normally difficult for the facility’s PPS to counter this type of attack, as it is not designed for this purpose. For many, but not all, nuclear facilities, a TT-2 is considered to be beyond the DBT. [4T]
მეორე ტიპის საფრთხე (TT-2)

საფრთხე, რომელიც ექმნება ბირთვულ ობიექტს საწარმოს საზღვრებს გარედან და რომელიც არ მოითხოვს დამრღვევის ადგილზე ყოფნას. ამ ტიპის საფრთხის მაგალითებია დისტანციური შეტევები, როგორიცაა ხელით სატარებელი რაკეტები და ბოროტი ზრახვით ჩადენილი საჰაერო თავდასხმები. ჩვეულებრივ, საწარმოს ფიზიკური დაცვის სისტემას უჭირს ამ ტიპის თავდასხმასთან გამკლავება, რადგან არ არის შექმნილი ამ მიზნით. ბევრი, მაგრამ არა ყველა, ბირთვული ობიექტის შემთხვევაში მეორე ტიპის საფრთხე არაა ჩართული დამრღვევისგან მომდინარე საფრთხის ანალიზში. [4T]
trace element

An element in a sample that has an average concentration of less than 1000 µg/g or 0.1% of the matrix composition. [2G] i This term is used in various areas of science with different numerical meanings. This definition is specific to nuclear forensics.
ელემენტის კვალი

ნიმუშში არსებული ელემენტი, რომლის საშუალო კონცენტრაცია მატრიცულ შემადგენლობაში გრამში 1000 µg-ზე ან 0.1%-ზე ნაკლებია. [2G] i ტერმინი გამოიყენება მეცნიერების სხვადასხვა დარგებში სხვადასხვა ციფრობრივი მნიშვნელობებით. ეს განსაზღვრება კონკრეტულად შეეხება ბირთვულ ექსპერტიზას.
transport

International or domestic carriage of nuclear material by any means of transport, beginning with the departure from a nuclear facility of the shipper and ending with the arrival at a nuclear facility of the receiver. [13R, 26G]
ტრანსპორტირება

ბირთვული მასალის საერთაშორისო და შიდა ტრანსპორტირება ნებისმიერ სახის ტრანსპორტით, დაწყებული ტვირთის ობიექტიდან გასვლით და დამთავრებული ტვირთის მიმღების ბირთვულ ობიექტზე ჩასვლით. [13R, 26G]
transport control centre

A facility which provides for the continuous monitoring of a transport conveyance location and security status and for communication with the transport conveyance, shipper/receiver, carrier and, when appropriate, its guards, and the response forces. [13R, 26G]
ტრანსპორტირების საკონტროლო ცენტრი

ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტის საშუალების ლოკაციის და უსაფრთხოების სტატუსის მუდმივ მონიტორინგს და კომუნიკაციას ტრანსპორტის საშუალებასთან, ტვირთის გამგზავნთან/მიმღებთან, გადამზიდავთან და სადაც ეს შესაფერისია, მცველებთან და რეაგირების ძალებთან. [13R, 26G]
two-person rule

A procedure that requires at least two authorized and knowledgeable persons to be present to verify that activities involving nuclear material and nuclear facilities are authorized in order to detect access or actions that are unauthorized. [13R, 25G]
ორი პირის წესი

პროცედურა, რომელიც მოითხოვს ორი უფლებამოსილი და გაცნობიერებული პირის ადგილზე ყოფნას იმის დასადასტურებლად რომ საქმიანობა რომელიც მოიცავს ბირთვულ მასალას და ბირთვულ ობიექტს ნებადართულია, რათა დადგინდეს წვდომა და ქმედებები რომლებიც უნებართვოა. [13R, 25G]
unacceptable radiological consequences

1. A level of radiological consequences, established by the State, above which the implementation of nuclear security measures is warranted. [13R* , 26G, 4T, 16T* ] i It may sometimes be necessary to clarify that this is definition refers to hypothetical, potential consequences for the purposes of planning nuclear security measure; it does not refer to actual consequence that might be used as a basis for decisions on response actions. — 30 — v 1.3 November 2015 2. A threshold of consequence that a State decides is so severe as to justify that resources be expended to prevent its occurrence. The resources are expended by those organizations responsible for providing the protection. [10G]
მიუღებელი რადიოლოგიური შედეგები

1. რადიოლოგიური შედეგების დონე, რომელსაც განსაზღვრავს სახელმწიფო და რომელზე ზემოთაც მიღებულია ბირთვული უსაფრთხოების ზომების განხორციელება. [13R* , 26G, 4T, 16T* ] i ზოგჯერ შეიძლება საჭირო იყოს განმარტება რომ ეს განსაზღვრება შეეხება ჰიპოთეტურ, პოტენციურ შედეგებს ბირთვული უსაფრთხოების ზომის დაგეგმვის მიზნით; ის არ შეეხება ფაქტიურ შედეგს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს რეაგირების ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებების საფუძვლად. — 30 — v 1.3 November 2015 2. შედეგის ის ნიშნული, რომელიც სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ისეთი მძიმეა, რომ გამართლებულია რესურსების ხარჯვა მისი თავიდან ასაცილებლად. რესურსებს გაიღებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დაცვის უზრუნველყოფაზე. [10G]
unauthorized act
იხ criminal or unauthorized act
unauthorized removal

1. The theft or other unlawful taking of radioactive material. [13R* , 25G* , 26G* , 4T] 2. The theft or other unlawful taking of radioactive sources. [11G]
უნებართვო გატანა

1. რადიოაქტიური მასალის ქურდობა ან სხვა სახის უკანონო გატანა. [13R* , 25G* , 26G* , 4T] 2. რადიოაქტიური მასალის ქურდობა ან სხვა სახის უკანონო გატანა. [11G]
uranium enriched in the isotope 235 or 233

Uranium containing the isotope 235 or 233 or both in an amount such that the abundance ratio of the sum of these isotopes to the isotope 238 is greater than the ratio of the isotope 235 to the isotope 238 occurring in nature. [20F] i Taken from the IAEA Statute. Also used in CPPNM and ICSANT.
ურანი, გამდიდრებული 235 ან 233 იზოტოპით

ურანი, რომელიც შეიცავს იზოტოპს 235 ან 233 ან ორივეს, ისეთი რაოდენობით, რომ ამ იზოტოპების სიჭარბის თანაფარდობა იზოტოპ 238-თან აღემატება ბუნებაში არსებული იზოტოპი 235-ის თანაფარდობას იზოტოპ 238-თან. [20F] i აღებულია აესს-ის წესდებიდან. გამოყენებულია ასევე CPPNM and ICSANT-ში.
venue

Any identified location (such as a building, stadium, open area/park, religious place) where a major public event actually takes place. A venue is considered to be a strategic location.
ღონისძიების ჩატარების ადგილი

ნებისმიერი იდენტიფიცირებული ლოკაცია (შენობა, სტადიონი, ღია სივრცე/პარკი, რელიგიური ადგილი), სადაც ტარდება მნიშვნელოვანი საჯარო მოვლენა. ღონისძიების ჩატარების ადგილი ითვლება სტრატეგიულ ლოკაციად.
vital area

1. Area inside a protected area containing equipment, systems or devices, or nuclear material, the sabotage of which could directly or indirectly lead to high radiological consequences. [13R] 2. An area inside a protected area containing equipment, systems or devices, or nuclear material, the sabotage of which could directly or indirectly lead to unacceptable radiological consequences. A protected area is an area under surveillance containing category I or II nuclear material and/or vital areas surrounded by a physical barrier. [4T]
სასიცოცხლო მნიშვნელობის სივრცე

1. დაცული სივრცის შიგნით არსებული სივრცე, რომელშიც მოთავსებულია აპარატურა, სისტემები და მოწყობილობები, ან ბირთვული მასალა, რომლის საბოტაჟმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს სერიოზული რადიოლოგიური შედეგები. [13R] 2. დაცული სივრცის შიგნით არსებული სივრცე, რომელშიც მოთავსებულია აპარატურა, სისტემები და მოწყობილობები, ან ბირთვული მასალა, რომლის საბოტაჟმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს მიუღებელი რადიოლოგიური შედეგები. დაცული სივრცე არის სივრცე, რომელზეც ხორციელდება ზედამხედველობა და რომელიც შეიცავს პირველი და მეორე კატეგორიის ბირთვულ მასალას და /ან სასიცოცლო მნიშველობის სივრცეებს, რომლებიც დაცულია ფიზიკური ბარიერით. [4T]
vulnerability

1. A physical feature or operational attribute that renders an entity, asset, system, network, facility, activity or geographic area open to exploitation or susceptible to a given threat. [24G] 2. Weakness of an asset or control that can be exploited by a threat. [17T – from ISO]
სისუსტე

1. ფიზიკური თვისება ან საოპერაციო ატრიბუტი, რომელიც ხდის სუბიექტს, აქტივს, სისტემას, ქსელს, ობიექტს, საქმიანობას ან გეოგრაფიულ სივრცეს ღიას გამოყენებისთვის ან მგრძნობიარეს მოცემული საფრთხის მიმართ. [17T – from ISO]
vulnerability assessment

A process which evaluates and documents the features and effectiveness of the overall security system at a particular target. [11G (with “facility” instead of “target”), 24G]
სისუსტეების შეფასება

პროცესი, რომელიც აფასებს და ადასტურებს კონკრეტულ სამიზნე ობიეექტზე მოქმედი მთლიანი უსაფრთხოების სისტემის მახასიათებლებს და ეფექტურობას, 11G ( “facility” ნაცვლად “target”-ის), 24G]
walkdown

Techniques to enable a team of experienced engineers, operators, security and safety personnel, and technicians to quickly understand plant configuration and procedures based on thorough in-plant — 31 — v 1.3 November 2015 inspections and the review of existing documents such as design drawings, operating procedures, safety analysis reports and PSA reports (e.g. level 1, level 2, level 3, fire PSA, seismic PSA, shutdown PSA). [4T]
საწარმოს მიმოხილვითი გაცნობა

ტექნიკა, რომელიც საშუალებას აძლევს გამოცდილი ინჟინრების, ოპერატორების, უსაფრთხოების და დაცულობის პერსონალის და ტექნიკოსების ჯგუფებს, სწრაფად გაეცნონ საწარმოს კონფიგურაციას და პროცედურებს, და რომელიც ეფუძნება საწარმოს შიდა სტრუქტურის შესახებ (— 31 — v 1.3 ) 2015 წლის ინსტრუქციებს და არსებული დოკუმენტების, მათ შორის, დიზაინის ნახაზების, საოპერაციო პროცეუდურების, დაცულობის ანალიზის და დაცულობის ალბათობითი შეფასების (დაშ, PSA) ანგარიშების მიმოხილვას. (მაგ. პირველი, მეორე, მესამე დონეები, ხანძრის დაშ, სეისმური დაშ, საწარმოს დახურვის დაშ). [4T]

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განმარტებითი ლექსიკონი ბირთვული დაცულობის ციკლიდან (ვერსია 1.3), 2015 წლის ნოემბერი: განმარტებითი ლექსიკონი ბირთვული დაცულობის ცკლიდან შექმნილია- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ. ლექსიკონი შეიცავს ტერმინოლოგიას, განსაზღვრებებს და განმარტებებს, რომლებიც გამოყენებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაცულობის ციკლის ფარგლებში მომზადებულ პუბლიკაციებში.

წარმოდგენილ პუბლიკაციაში გამოყენებულ ტერმინს იგივე და/ან მსგავსი მნიშვნელობით იყენებს ბირთული დაცულობის სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა კონვენციები და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ან აესს-ის დაცულობის სტანდარტები (და ამდენად ეს ტერმინები შესულია აესს-ს დაცულობის ლექსიკონში).

ლექსიკონი მხოლოდ იმ მნიშვნელოვან ტერმინებზე აკეთებს აქცენტს, რომლებიც სპეციფიურია ბირთვულ დაცულობისთვის, კერძოდ კი, გამოყენებული ან განსაზღვრულია ბირთვული დაცულობის ციკლის პუბლიკაციებში. ლექსიკონში არაა შეტანილი ტერმინთა მთელი რიგი კატეგორიები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს დაცულობის საკითხებთან დაკავშირებულ ტექსტებში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განმარტებითი ლექსიკონი ბირთვული დაცულობის ციკლიდან ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაციამ სამოქალაქო საბჭომ თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მხარდაჭერით.

ამას გარდა, რეფერირების ნუმერაციის საფუძველია პუბლიკაციის კატეგორია. მაგალითად, F აღნიშნავს ბირთვული უსაფრთხოების ფუნდამენტურ ნაშრომებს, R მიუთითებს რეკომენდაციებზე, G აღნიშნავს გზამკვლევებს განხორციელების საკითხებში, ხოლო T - გზამკვლევებს ტექნიკურ საკითხებში. თითოეული ტერმინს აქვს ერთი ან რამდენიმე განსაზღვრება. ზოგიერთ შემთხვევაში, დეფინიციებს თან ახლავს დამატებითი ინფორმაცია.

რამდენადაც ეს შესაძლებელია, ბირთვული უსაფრთხოების სახელმძღვანელოების შემდგენლებმა უნდა გამოიყენონ ამ ლექსიკონში მოცემული ტერმინები მათი აქ მოცემული მნიშვნელობით.


Nuclear Security Series Glossary -- Version 1.3 (November 2015) published by INTERNATIONAL ATOMIC ENERGY AGENCY: This Glossary comprises a compilation of terminology, definitions and explanations given in existing publications in the Nuclear Security Series. Where terms the same as or similar to those used in Nuclear Security Series publications are also used in other key nuclear security documents, such as Conventions and UN Security Council Resolutions, or in IAEA safety standards (and therefore appear in the IAEA Safety Glossary), the other usage (and any difference in definition) is noted for information.

The scope of the Nuclear Security Series Glossary is necessarily limited, and is intended to focus on the key terms that are specific to, or that are used in a specific way in, nuclear security, and in particular those defined and used in Nuclear Security Series publications. A number of general categories of terms that may be used in security related publications have been specifically excluded from this Glossary (except where a specific point needs to be made about a specific term).

The translation of this Glossary in Georgian language was made possible thanks to generous support from Swedish Radiation Safety Authority (SSM).

Reference numbers match the publication numbers in the Nuclear Security Series. For ease of reference, each reference number has an associated letter indicating the category of the publication: F for the Nuclear Security Fundamentals [20F]; R for the Recommendations [13R, 14R, 15R]; G for Implementing Guides and T for Technical Guidance publications. The entry for each term starts with one or more definition(s). Different definitions for a given term are numbered and referenced.

Drafters of nuclear security guidance publications should, as far as possible, use the terms in this Dictionary with the meanings given. Terms should also be used consistently, especially in guidance.