2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს მეორე მსოლფიო ომის შემდგომ ჩამოყალიბებული გლობალური უსაფრთხოების სისტემისათვის და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მსოფლიოს ბირთვულ უსაფრთხოებასა და ბირთვულ გაუვრცელებლობას. აშშ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, და სხვა მსოფლიოს ლიდერების შეფასებით, რუსეთმა დაიწყო არაპროვოცირებული და უსამართლო შეტევა უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ომის პირობებში იყენებს დეზინფორმაციის კამპანიას და ცდილობს ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველმყოფი საერთაშორისო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს მცდელობა მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს წინააღმდეგ, რაც კითხვის ქვეშ აყენებს სააგენტოს წევრი ქვეყნის კონტროლის ქვეშ არსებული სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ენერგეტიკული ობიექტებისა და ბირთვული მასალების უსაფრთხოებას. სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე რუსეთმა დაიწყო უკრაინაში არსებული ბირთვული მშვიდობიანი ობიექტების ოკუპაცია.

სრულად ნახვა ...

The present paper analyzes the findings of a study on the rights of conscripts in Georgia’s compulsory military service. The study has examined how the rights are safeguarded in the system and exercised in practice and how they are perceived by conscripts themselves. In particular, the authors of the study attempted to evaluate the extent to which the political, social and economic rights of the conscripts are protected in compulsory military service and how successful the state and the Defence Ministry are in establishing the principles of anti-discrimination, diversity and inclusion in the Defence Forces.

Some contemporary authors contend that “The military draft is a highly discriminatory tax with respect to age, gender, and social status”. The study aimed to explore to what extent conscription in Georgia is discriminatory and whether the process complies with the standards and norms accepted in the West.

For English version, please click here

წიგნი „ზოგი რამ რადიაციის შესახებ“ მკითხველს გაუმდიდრებს ცოდნას რადიაციის როლის შესახებ სამყაროს შექმნაში, კაცობრიობის განვითარებაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიურ პროგრესში. წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის და მარტივი ენით აღწერს რამდენადაა შემოჭრილი ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში რადიაცია.

რადიაციის გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე სამხედრო და სამოქალაქო ინდუსტრია, მეცნიერება, მედიცინა, და ადამიანების საქმიანობის პრაქტიკულად ყველა დარგი. დღეს სწრაფად და ფართოდ ვრცელდება რადიაციის გამოყენება სამედიცინო დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. განსაკუთრებით კი ონკოლოგიაში.

წიგნში განხილულია მოთხოვნები, რომელთა დაცვაც აუცილებელია რადიაციის გამოყენებისას ადამიანის ჯანმრთელობის უარყოფითი ეფექტებისგან დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. აღიარებულია, რომ ინფორმირებულობა და გაცნობიერებულობა მოქალაქეების რადიაციის უარყოფითი ეფექტებისაგან დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მყარი გარანტია.

For Georgian version, please click here

ნაწილაკებით თერაპია (Particle therapy – PT) არის გარე წყაროდან მიღებული შესაბამისი ენერგიების მქონე ნეიტრონების, ელექტრონების, პროტონების ან სხვა დადებითი იონების ნაკადებით კიბოს რადიოთერაპიის ერთ-ერთი ფორმა. დამუხტული ნაწილაკებით თერაპიის ყველაზე ხშირად გამოყენებული სახეობა არის ე. წ. პროტონული თერაპია.

პროტონი არის დადებითად დამუხტულ ნაწილაკი, რომლის მასა ელექტრონის მასაზე დაახლოებით 2000-ჯერ უფრო დიდია. დიდი მასის გამო, შესაბამისი ენერგიისა და სიჩქარის მქონე პროტონების ნაკადს დიდი ზემოქმედების უნარი აქვს იმ ცოცხალ უჯრედულ გარემოზე, რომელშიც ის ვრცელდება. ჩვეულებრივ, ეს ზემოქმედება ბევრად აღემატება რენტგენის (ფოტონური) სხივების ზემოქმედებას. ტრადიციულ რადიოთერაპიაში გამოყენებული სხვა წყაროებისგან განსხვავებით, პროტონული ნაკადის გარემოში გავრცელება ხასიათდება ერთი უმნიშვნელოვანესი თავისებურებით – პროტონები მათი ენერგიის უმეტეს ნაწილს გარემოს გადასცემენ მოძრაობის ბოლო სტადიაში (ანუ ტრაექტორიის მცირე ზომის ბოლო მონაკვეთზე). ეს ეფექტი, მისი აღმომჩენი ინგლისელი ფიზიკოსის, უილიამ ჰენრი ბრეგის, საპატივსაცემოდ „ბრეგის პიკის“ სახელით არის ცნობილი. შესაბამისად, პროტონების ნაკადის ენერგიის სწორი მართვის პირობებში შესაძლებელია, რომ უჯრედების დამაზიანებელი ენერგიის მაქსიმალური დოზის გამოყოფა განხორციელდეს ზუსტად ონკოლოგიური წარმონაქმნის არეში. შედეგად, მკვეთრად მცირდება გარემომცველი ჯანსაღი უჯრედების დასხივება და მათთვის მიყენებული ზიანი.

For Georgian version, please click here

წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს ბირთვულ ელექტროსადგურებზე მსხვილმასშტაბიანი ინციდენტების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულ სამეცნიერო კვლევებს თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში მომზადებულ დოკუმენტებს. მსჯელობისას ყურადღება გამახვილებულია ბირთვულ ობიექტზე მომხდარი ინციდენტის ზემოქმედებაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. ნაშრომის ავტორებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბირთვულ ელექტროსადგურზე მომხდარ ინციდენტების შესახებ ეროვნული მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების, ცალკეული ბირთვული ობიექტის უსაფრთხოების რისკების შეფასების, ასევე, ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებების და მათი ეფექტიანობის შესწავლა. ნაშრომი ძირითადად ეხება 2011 წელს იაპონიის სანაპიროზე ფუკუსიმა-დაიჩის ბირთვულ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რის საფუძველზეც მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, რომელიც ფლობდა ბირთვულ ინფრასტრუქტურას, კიდევ ერთხელ გადააფასა ბირთვული ელექტროსადგურის ოპერირებიდან მომდინარე რისკები.

For Georgian version, please click here

Use of nuclear materials or nuclear by-products without lawful authority and with malicious intent represents enormouschallenge to global security.

Proliferation of nuclear technologies and materials is a major factor contributing to the increase in nuclear terrorism threats.Terrorists as non-state actors are motivated to gain access to nuclear or radioactive materials in the countries which possessnuclear technologies and nuclear military complexes as well as the countries which are on the way to developing nuclearweapons. Risks of nuclear catastrophes increase ever so much in the countries which are controlled by weak and unstablegovernments and which at the same time possess nuclear materials or technologies.

For English version, please click here

Thomas Jonter, 2006-2020

saerTaSoriso-birTvuli-arqiteqtura_tomas-ionteri_geo-with-cover

წარმოდგენილ ლექციათა კრებულის ავტორია სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი თომას იონტერი (შვედეთი). ლექციები ქართულ ენაზე ითარგმნა 2020 წ და გამოსაცემად მოამზადასამოქალაქო საბჭომ თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში მის მიერ განხორციელებული პროგრამის, „საქართველოში ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში განათლების და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, შევედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მხარდაჭერით.

ლექციათა კრებულის გამოცემის მიზანი არის 2007 წელს, ამავე ავტორის, თომას იონტერის, ენე ჰაკანსონთან თანააავტორობით გამოცემული სასწავლო სახელმძღვანელოსთვის, „ბირთვული გაუვრცელებლობა და ბირთვული გარანტიები“, დამატებითი თავის მომზადება.

წინამდებარე გამოცემა, ისევე როგორც 2007 წლის სახელმძღვანელო, განკუთვნილია როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ბირთვულ ინდუსტრიასა და კვლევებში დასაქმებული ადამიანებისათვის, რომლებიც მუშაობენ ბირთვული გაუვრცელებლობის და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე.

For Georgian version, please click here

The present study assesses nuclear and radiological threats emanating from nuclear facilities located outside Georgia’s borders and proposes some emergency response measures to such threats. It aims to support the relevant government agencies in Georgia to identify nuclear and radiation-related crises and ensure effective responses to such emergencies in a timely manner. In particular, the study concerns itself with preparedness and response to possible accidents at nuclear facilities, including nuclear power stations, located in Georgia’s neighbouring countries and in the entire region. Although there is little likelihood of such accidents, should they happen they will have serious negative effects. According to the International Atomic Energy Agency (IAEA), such accidents can create serious health hazards to Georgia’s population. Therefore, it is the Georgian authorities’ responsibility to develop an action plan to respond to such incidents in a way that will reduce their negative effects.

For English version, please click here

For Georgian version, please click here

The issue of strengthening the export-import control mechanisms of military and so-called dual-use strategic products in Georgia has gone through an intensive review process in the government, and reached its new level aft e r the adoption o f t he n ew r egulatory framework which entered into force on 1 October 2014. Th e legislation incorporated multiple amendments in diff erent laws and government regulations. Th e need for the comprehensive update of the regulatory framework was not only necessitated by the shortcomings of the old legal system and its institutional weaknesses, but also by the increased interest of international community to promote nuclear nonproliferation and nuclear security standards in the context of a rapidly changing global security environment.

For English version, please click here

The booklet “Strategic Trade Control - Guidelines for Enterprises Involved in Trade in Strategic Goods” was published in Georgian and English languages. The booklet was prepared by the Civil Council on Defense and Security in cooperation with the Ministry of Defense of Georgia, Revenue Service of the Ministry of Finance of Georgia and the Agency of Nuclear and Radiation Safety at the Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia. Preparation and publishing of the booklet was supported by United States Department of State and the Argonne National Laboratories (US). The Strategic Trade Control Guidelines was published to help businesses working in Georgia or interested in business relations with Georgia which involves trade in strategic goods.

For English version, please click here

For Georgian version, please click here